გრამატიკა

IDevice Icon
ნათესაობითი ბრუნვის ფუნქციები

 

ნათესაობითი ბრუნვის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა კუთვნილების გამოხატვა: დღ-ის სინათლე, ქალ-ის ჩანთა, კაც-ის შარვალი...

ნათესაობითი ბრუნვა გვხვდება:

გუნება-განწყობის გამომხატველ ზმნასთან: ბავშვ- სიბნელ-ის ეშინია;

საწყისთან: საქმ-ის კეთება, სუფრ-ის ალაგება, გაკვეთილებ-ის მომზადება

მიმღეობასთან: კაც-ის გაკეთებული საქმე, ბავშვებ-ის მოყვარული ადამიანი, კერძ-ის მოსამზადებელი ქვაბი...

ასაკის/დროის აღნიშვნისას: ხუთი წლ-ის ბავშვი, ორი თვ-ის ლეკვი

ათი საუკუნ-ის ისტორია...

რაიმეს ღირებულების აღნიშვნისას: ხუთი ლარ-ის კიტრი, ორასი დოლარ-ის საქონელი.

თანდებულიანი ნათესაობითი.

ნათესაობით ბრუნვას დაერთვის შემდეგი თანდებულები: -თვის, -გან, -კენ.

ნათესაობითი ბრუნვის ფორმაზე თანდებულის დართვისას ბრუნვის ნიშანი შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც გაუვრცობელი, ისე გავრცობილი სახით: ძმის-გან / ძმის--გან, ბიჭის-გან / ბიჭის--გან...

-თვის თანდებული უჩვენებს: ) დანიშნულებას, კუთვნილებას: მეგობრის-თვის, მეზობლის-თვის, სტუმრის-თვის... ) მოქმედების მიზანს: სიფხიზლის-თვის, შერიგების-თვის, გაყრის-თვის...

-გან თანდებული აღნიშნავს: ) დაშორებას, დაცილებას: მეგობრის-გან, დედის-გან, ძმის-გან... ) მასალას: ბალახის-გან, ქაღალდისგან, თიხის-გან... ) მიზეზს: ვნების-გან, სიხარულის-გან, დარდის-გან...

-კენ თანდებული აღნიშნავს მიმართულებას: სახლის-კენ, ქალაქის-კენ, სკოლის-კენ...

 

 

  • ბლოკში: კითხვა/ წერა წაიკითხეთ ტექსტი და გახაზეთ საზოგადო სახელების ნათესაობითი ბრუნვის უთანდებულო ფორმები.
  • დაწერეთ ოთხ-ოთხი წინადადება -თვის, -გან, -კენ თანდებულიანი ნათესაობითის ფორმების გამოყენებით.

 

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P104/1