გრამატიკა

IDevice Icon
ვითარებითი ბრუნვის ფუნქციები

 

ვითარებითი ბრუნვის ნიშანია -ად (თანხმოვანფუძიან სახელებთან) ან -დ (ხმოვანფუძიანებთან). მისი ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია გარდაქცევითობის გამოხატვაა: მაჭარი ღვინო- იქცა; გოგონა ქალ-ად იქცა.

ვითარებითი ბრუნვა გამოიყენება საქმიანობის/პროფესიის გამოხატვისას: ექიმ-ად მუშაობს; დირექტორ-ად დანიშნეს.

ხშირია ვითარებითი ბრუნვის ნიშნით ვითარების გამომხატველი სიტყვების - ვითარების ზმნიზედების წარმოება:

კარგ-ად იქცევა; ცუდ-ად გახდა...

ვითარებითბრუნვიანი სახელები გამოიყენება მიზნის გარემოების ფუნქციით: სათევზაო- წავიდა; სამუშაო-დ მიდის.

ვითარებითი ბრუნვის ფორმა ასევე გამოიყენება ადგილის ან დროის გარემოებათა ფუნქციით:

სოფლ-ად ცხოვრება უფრო მშვიდია...

აქ ძველ-ად ქალაქი იყო.

თანდებულიანი ვითარებითი.

-მდე/ -მდის თანდებულის ფუნქციაა გამოხატოს „გარკვეულ პუნქტამდე მიწევნა“ ადგილის, დროის, რაოდენობის მიხედვით. მაგ.: მუხლა-მდე, ყელა-მდე, ჭერა-მდე, (იმ) კვირა-მდე, ოცა-მდე...

 

  • ტექსტებიდან ამოწერეთ ვითარებითი ბრუნვის ფორმები.
  •  დაწერეთ შვიდი წინადადება -მდე/მდის თანდებულიანი ვითარებითის გამოყენებით.

ნიმუში: მეზობელ სოფლამდე ფეხით ვიარე.

  •  დაწერეთ ხუთი წინადადება, სადაც ვითარებითი ბრუნვა გამოიყენება საქმიანობის/პროფესიის სიტყვებთან.

ნიმუში: ჩემი ძმა ინჟინრად მუშაობს.