გრამატიკა

IDevice Icon
პროფესია-ხელობის გამოხატვა

 

ხელობის (პროფესიის) სახელები. ერთი ჯგუფი სახელებისა მე- -ე, მე- -ურ (მე- -ულ) ელემენტებით არის ნაწარმოები და აღნიშნავს სახელის ფუძით გამოხატულ საგანთან ან მოვლენასთან დაკავშირებულ ადამიანს: მე-ნავ-ე, მე-ანაბრ-ე, მე-ოცნებ-ე... მე-ბად-ურ-ი, მე-ზღვა-ურ-ი...

ამ ჯგუფში შესულია შინაარსობრივად მრავალფეროვანი სახელები: რაიმე საქმიანობის მიმდევარი (მე-ბაღ-ე, მე-თევზ-ე, მე-ვენახ-ე...), რაიმეს მფლობელი (მე-დუქნ-ე, მე-მამულ-ე, მეწილ-ე...), რაიმე ნიშნით გამორჩეული (მე-წინავ-ე, მე-ძვირ-ე...).

მათგან ყველაზე მეტია საქმიანობის, პროფესიის გამომხატველი სახელები და ამიტომ ამ ჯგუფის სახელებს ხელობის სახელებს უწოდებენ.

გვხვდება მო- -ე მაწარმოებლიანი სახელები: მო-ნადირ-ე, მო-ვაჭრ-ე, მო-ჭიდავ-ე, მო-ცურავ-ე, მო-ჭადრაკ-ე, მო-თხილამურ-ე...

პროფესიებს გამოხატავს მიმღეობური ფორმები: და-მ-დგენი (ზმნა - ადგენს, საწყისი ფორმა - დადგენა), მ-ასწავლებ-ელ-ი (ზმნა - ასწავლის, საწყისი ფორმა - სწავლა), მ-ხატვ-არ-ი (ზმნა - ხატავს, საწყისი ფორმა - ხატვა)...

არის ასევე პროფესიის გამომხატველი სიტყვები, რომელთაც სპეციალური მაწარმოებლები არა აქვთ (ბევრი მათგანი სხვა ენებიდან არის შემოსული): ძიძა, ექიმი, ინჟინერი, სელექციონერი, მენეჯერი, ქირურგი, კოსმონავტი...

 

აწარმოეთ ხელობა-პროფესიის სახელები მე- -ე აფიქსებით:

 

  • ჩამოწერეთ თქვენი ოჯახის წევრებისა და ნათესავების სპეციალობები.
  • დაწერეთ შვიდი წინადადება პროფესია-ხელობის სახელების გამოყენებით.