იშვიათი პროფესიები

IDevice Icon წაიკითხეთ ტექსტი
იშვიათი პროფესიები

 

ოცნებებით მოვაჭრე

ყველა ადამიანს აქვს ოცნება, რომელიც ცხოვრებაში ან უსრულდება, ან -არა. თუმცა ნათქვამია, თუ ძალიან მოვინდომებთ, ყველაფერი აგვისრულდებაო. ოდა, ჩიკაგოში არსებული ერთ-ერთი კომპანია დაკავებულია ამ საქმის მოგვარებით, ანუ ასრულებს კლიენტების ყველა სურვილსა და ოცნებას. უბრალოდ, უნდა მიხვიდეთ მათთან ოფისში, მოუყვეთ, რაზე ოცნებობთ და გადაიხადოთ შესაბამისი თანხა, რომელსაც სპეციალისტები დაგისახელებენ. თუმცა, გახსოვდეთ, მინიმალური თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოთ ოცნების ასრულებაში, შეადგენს 150000 დოლარს...


კვერცხების მტეხავი

დასახელებით უკვე ყველაფერი ნათქვამია, მაგრამ იყო კვერცხების მტეხავი, სულაც არ ნიშნავს, რომ მთელი დღე უნდა ამტვრიო კვერცხები. კვერცხების მტეხავი ამტვრევს კვერცხებს და უნდა შეეძლოს გულისა და ცილის ერთმანეთისგან განცალკევება. ეს ადამიანები დიდ სამუშაოს ასრულებენ რესტორნებში და, განსაკუთრებით, საცხობებში.


ჭიანჭველების სელექციონერი

ამ ადამიანის მოვალეობაში შედის ჭიანჭველების შერჩევა და დაჭერა. ოღონდ მან უნდა დაიჭიროს განსაკუთრებული თვისებების მქონე ჭიანჭველა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჭიანჭველების გამრავლებისათვის. დაჭერილი ჭიანჭველა მიჰყავთ ლაბორატორიაში, სადაც კვლევებს უტარებენ.

  • რით არის უცნაური ეს პროფესიები? ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრი. 

  • დაწერეთ, თქვენ რომელი პროფესია მოგწონთ და რატომ. რა გინდათ, რომ გამოხვიდეთ?