წაიკითხეთ ტექსტი-2

IDevice Icon

კომპიუტერული და საინფორმაციო სისტემების მენეჯერ

წლიური საშუალო ხელფასი: 125.660$

დრო პროფესიის დაუფლებისათვის: 4 წელი.

რამდენად მნიშვნელოვანი კადრია კომპიუტერული და საინფორმაციო სისტემების მენეჯერი თქვენი ყოველდღიური მუშაობისას, თავადაც კარგად იცით. რას აკეთებთ მაშინ, როდესაც თქვენს კომპიუტერს პრობლემები ექმნება ან თქვენი სამსახურის რომელი დეპარტამენტის იმედად ხართ, როდესაც მნიშვნელოვან ფაილს კარგავთ? თუმცა, IT მენეჯერები მხოლოდ ამისთვის არ არიან. ისინი მონაწილეობენ კომპანიის IT სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაში. ამ პროფესიის მთავარი სიკეთე კი ის არის, რომ მათ საშუალება ეძლევათ იმუშაონ ნებისმიერ დაწესებულებაში, რადგან ისინი ყველას სჭირდება. ყველაზე მეტად იმ IT მენეჯერებს უმართლებს, რომლებიც ხვდებიან კინოინდუსტრიასა ან ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, სადაც კარგ სპეციალისტებს, საშუალოდ, წელიწადში 162.520$ აქვთ ხელფასი.