სავარჯიშოები

IDevice Icon

 

ტექსტიდან ამოიწერეთ თითო წინადადება ზემოთ ჩამოთვლილი პროფესიის დასახასიათებლად:

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მენეჯერი

კომპიუტერული და საინფორმაციო სისტემების მენეჯერ

მარკეტინგის მენეჯერ

სამრეწველო და ორგანიზაციული ფსიქოლოგ

 

 

ტექსტში მაღალანაზღაურებად პროფესიათა სიაში მოხსენიებულია ექიმის პროფესიაც, თუმცა, არ არის განმარტებული, რას აკეთებენ ამ პროფესიის ადამიანები და რატომ არის ეს პროფესია მაღალანაზღაურებადი. ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრი ამ პროფესიის ადამიანების შესახებ.

 

 

 

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მედიკოსები გულის იშემიური დაავადებით ორჯერ უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე სხვა სპეციალობის ადამიანები, რომლებიც ასევე გონებრივი სამუშაოთი არიან დაკავებულნი. ქირურგების ნახევარზე მეტი ორმოცდაათი წლის ასაკში მიოკარდიუმის ინფარქტით ან თავის ტვინის სისხლძარღვების პათოლოგიით კვდება. ეს სრულიადაც არ არის გასაკვირი: ქრონიკულ სტრესს, პასუხისმგებლობას სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გამო, სამუშაოს მაღალ ტემპს, ღამის საათებში ძლიერ დაძაბულობას იქამდე მივყავართ, რომ სამედიცინო სამსახურში დასაქმებული ადამიანები სხვა დაავადებების მიხედვითაც ლიდერობენ.

ცოტამ თუ იცის, რომ ექიმის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პროფესიათაგანია. თუ კარგად დავუკვირდებით მედპერსონალის მუშაობის არსს, დავინახავთ, რომ მასში ყველა ნეგატიური ფაქტორი გვხვდება: მაღალი ფსიქოემოციური დატვირთვა, ღამით მუშაობა, მთელი დღის განმავლობაში ფეხზე დგომა, საშიშ ნივთიერებებთან (წამლებთან, ნარკოტიკებთან, ლაბორატორიის რეაქტივებთან, რადიაციული გამოსხივების მქონე პრეპარატებთან, სისხლთან) მუდმივი და ხანგრძლივი კონტაქტი

აი, ასეთი გახლავთ სამედიცინო დაწესებულების მუშაკთა პროფესიის ნიუანსები, რომლებიც გარეთ იშვიათად გამოჟონავს. მიუხედავად ამისა, სამედიცინო სფეროს თანამშრომლები მაინც ხალხის სამსახურში დგანან და თავიანთი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად სხვებს უნარჩუნებენ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

მეორე უმნიშვნელოვანესი რისკი: მედიცინის მუშაკთა თითქმის მესამედი B და C ჰეპატიტით არის ინფიცირებული, თუმცა ეს მონაცემები ოფიციალური არ გახლავთ. ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, რადგან რეალურ ცხოვრებაში ძალიან ძნელი, პრაქტიკულად შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ ინფიცირება მხოლოდ პროფესიულ მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული.

და ბოლოს: შეიძლება ვინმესგან გაიგონოთ, ღამით მუშაობას მიჩვეული ვარო, მაგრამ გვერწმუნეთ, ღამის საათებში მუშაობა ადამიანისთვის ძალიან ძნელია. ცნობილია, რომ ღამის საათებში მუშაობა სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკს ზრდის. ძილის დროს ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი მელატონინი, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს თრგუნავს. ისე რომ, როცა ძილისა და სიფხიზლის გრაფიკი დარღვეულია, მელატონინის გამოყოფა არ ხდება. უკვე ჩატარებულია გამოკვლევები, რომლებმაც მეცნიერებს ღამით მუშაობასა და მკერდის კიბოს განვითარებას შორის კავშირის არსებობაზე მიანიშნა. ღამის საათებში მუშაობა ნერვულ სისტემასაც ფიტავს. ამ კუთხით ის განსაკუთრებით საშიშია ორსულებისთვის. სხვათაშორის, მათთვის მუშაობის ასეთი გრაფიკი საერთოდ მიუღებელია, რადგან იზრდება ვადამდელი მშობიარობის რისკი. ბიოლოგიური საათის არევა საშვილოსნოს აქტიურობასაც არღვევს.

ჩამონათვალიდან რომელი პროფესია მოგეწონათ? რატომ? დაასაბუთეთ.