გრამატიკა

IDevice Icon
კომპოზიტები (რთული სიტყვები)

 

კომპოზიტები ორი ან მეტი სიტყვის შეერთებით ახალი სიტყვის მიღებას გულისხმობს.

შედგენილობის მიხედვით გვაქვს:

1. კომპოზიტები, რომლებიც მიღებულია ფუძის გაორკეცებით: თავთავი, დროდადრო, ხანდახან, კარიკარ, ორ-ორი...;

2. კომპოზიტები, რომლებიც მიღებულია ორი ან მეტი სხვადასხვა ფუძის (ან სიტყვის) შეერთებით: დედ-მამა, ხელმოკლე, ოცდასამი, მზეთუნახავი, ჭირისუფალი, ხელფეხშეკრული...

შინაარსობრივი თვალსაზრისით ზოგი კომპოზიტის მნიშვნელობა უდრის მისი შემადგენელი კომპონენტების ჯამს და ორ ან მეტ ცნებას მოიცავს; ასეთია: ცოლ-ქმარი, მთა-ბარი, წითელ-ყვითელი, ორი-სამი, ქართლ-კახეთ-იმერეთი, მამა-პაპა, ნავსადგური, შავ-თეთრი, ერთი-ორი, ორმოცდაათი, გულკეთილი, ხელმოკლე, წითელკაბიანი, გულგატეხილი, წყალწაღებული, ზედაპირი, ძალ-ღონე, ალალ-მართალ-ი, ღარიბ-ღატაკ-ი, კვლევა-ძიება... დღე-ღამე, მიწა-წყალ-ი, უფროს-უმცროს-ი, შავ-თეთრ-ი... დედ-მამა, სახნავ-სათეს-ი, სიტყვა-პასუხ-ი... მისვლა-მოსვლა, მიწერ-მოწერა, ამვლელ-ჩამვლელ-ი, წასულ-წამოსულ-ი...

ზოგი რთული სიტყვა კი სემანტიკურ მთლიანობად არის ქცეული, ერთცნებიანია, მისი მნიშვნელობა არ უდრის შემადგენელი სიტყვების მნიშვნელობათა ჯამს; ერთცნებიანი კომპოზიტებია: ცისარტყელა, ცისკარი, ქინძისთავი... ვაჟკაცი, დედაქალაქი... ქალიშვილი, ვაჟიშვილი... თავისუფლება... თავშალი, მამიდა... ავდარი, დიდვაჭარი, შუადღე... ახალქალაქი, ახალდაბა, შუამთა... ბიძაჩემი, მამაჩემი, დედაშენი... ზედაპირი, წინასწარმეტყველი... თავღია, თმათეთრი, ენაჩავარდნილი,ფეხმოტეხილი...ცხვირპირდამტვრეული, წვერულვაშგათეთრებული, ხელპირდაუბანელი...

 

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P111/1

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P111/2

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P111/3