გრამატიკა

IDevice Icon
წყვეტილის ფორმა: დრო - წარსული, მოქმედება - დასრულებული.

 

ზმნის ეს ფორმა მოქმედებას დასრულებულად, შეწყვეტილად წარმოგვიდგენს, ამიტომ მას წყვეტილის ფორმას უწოდებენ. დროის მიხედვით მას წარსულის გაგება აქვს, კილოს მიხედვით კი თხრობითია, ე. ი. რეალურად მომხდარ ფაქტს გამოხატავს.

წყვეტილის მწკრივის ნიშანია ან . ეს და მხოლოდ პირველსა და მეორე პირში ჩანს.

პირველი პირი: გავაკეთ-ე, დავწერ-ე, დავხატ-ე... ვისწავლ-ე, ვიმუშავ-ე... გავთბ-ი, დავბრუნდ-ი, წავედი...

მეორე პირი: გააკეთ-ე, დაწერ-ე, დახატ-ე... ისწავლ-ე, იმუშავ-ე... გათბ-ი, დაბრუნდ-ი, წახვედი...

მესამე პირში - და -ი ნიშნები არ ჩანს: გააკეთა, დაწერა, დახატა, ისწავლა, იმუშავა... გათბა, დაბრუნდა, წავიდა...

წყვეტილის ფორმა აწმყოსგან სტრუქტურის თვალსაზრისით ძირითადად განსხვავდება იმით, რომ მას არა აქვს ე. წ. თემის ნიშანი; შდრ.: აკეთ-ებ-ს (აწმყო) და აკეთა (წყვეტილი), ხატ-ავ-ს (აწმყო) და ხატა (წყვეტილი), თბ-ებ-ა (აწმყო) და გათბა (წყვეტილი)...

 

 

დაწერეთ ხუთი წინადადება წყვეტილის ფორმების გამოყენებით.

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P121/1



შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P121/2