წითელი ზღვა

IDevice Icon

წითელი ზღვა

წითელი ზღვაც ლურჯი ფერისაა, მაგრამ მის ზედაპირზე ზოგჯერ ამოტივტივდებიან ხოლმე წითელი წყალმცენარეები და მაშინ ზღვის წყალს წითელი ელფერი დაჰკრავს.
არსებობს სახელის დარქმევის სხვა ვერსიებიც. მაგალითად, ზოგიერთი ფიქრობს, რომ სახელი წარმოდგება ეგვიპტესთან ახლოს მდებარეობის გამო. ეგვიპტელები წითელ ზღვაში მდებარე ერთ კუნძულს „წითელ მიწას“ უწოდებდნენ ძველად. რადგან ზღვა „წითელ კუნძულს“ ესაზღვრებოდა, ზღვასაც წითელი დაარქვეს. სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ვერსიაც არსებობს. ეს ვერსია ეფუძნება მოსაზრებას, რომ ფერები აღნიშნავდნენ გეოგრაფიულ მიმართულებებს. წითელი ფერი კი აღნიშნავდა სამხრეთს და წითელი ზღვა ნიშნავს სამხრეთის ზღვას.

წითელი ზღვა მდებარეობს ინდოეთის ოკეანის, არაბეთის ნახევარკუნძულსა და აფრიკას შორის. ის მდებარეობს აზიასა და აფრიკას შორის. წითელი ზღვა მოიცავს ცხრა ქვეყანას: ეგვიპტე, სომალი, სუდანი, იემენი, ისრაელი, ჯიბუტი, იორდანია, საუდის არაბეთი და ერიტრია. წითელ ზღვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ცხრავე ქვეყნისთვის რეკრეაციის, ტრანსპორტირებისა და თევზჭერის თვალსაზრისით.

წითელ ზღვას უდიდესი როლი ენიჭება სავაჭრო კავშირებში. იგი საერთაშორისო გადაზიდვებისა და ტრანსპორტირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია 1869 წლიდან, როდესაც გაიხსნა სუეცის არხი.

წითელი ზღვა საინტერესოა ტურისტებისთვისაც. წითელ ზღვაზე დასვენება მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი, თუმცა ზაფხულში ძალიან ცხელა. ზაფხულში წყლის საშუალო ტემპერატურა 27 გრადუსია. ზამთარში კი წყლის საშუალო ტემპერატურა 21 გრადუსს აღწევს.