გრამატიკა

IDevice Icon
უწყვეტლის ფორმა: დრო - წარსული, მოქმედება - დაუსრულებელი.

 

ზმნის ეს ფორმა მოქმედებას დაუსრულებლად, შეუწყვეტლად წარმოგვიდგენს, ამიტომ მას უწყვეტლის ფორმას უწოდებენ. დროის მიხედვით მას წარსულის გაგება აქვს, კილოს მიხედვით კი თხრობითია.

უწყვეტელი იწარმოება აწმყოს ფუძისგან -დ ან -ოდ სუფიქსების დართვით: აკეთებ-დ-ა, ამზადებ-დ-ა, მუშაობ-დ-ა... იზრდებ-ოდ-ა, დგებ-ოდ-ა, კეთდებ-ოდ-ა...

პირვლსა და მეორე პირში ამ -დ-სა და -ოდ-ის მომდევნოდ გვაქვს -: ვაკეთებდ-ი, ვამზადებდ-ი, ვმუშაობდ-ი...

როდის გვაქვს -დ და როდის -ოდ?

ძირითადი წესი ასეთია:

თუ აწმყოში მესამე სუბიექტურ პირს -ს აქვს ნიშნად, მაშინ -დ, გვექნება. აწმყოშია: აკეთებს, ამზადებს, ცხოვრობს, სწავლობს... ამიტომ გვქვს აკეთებდა, ამზადებდა, ცხოვრობდა, სწავლობდა...

თუ აწმყოში მესამე სუბიექტური პირის ნიშანი არის -ა, მაშინ გვექნება -ოდ სავრცობი. აწმყოშია: იზრდება, დგება, კეთდება... ამიტომ გვაქვს: იზრდებოდა, დგებოდა, კეთდებოდა...

არის გამონაკლისებიც: აწმყოშია: ხტის, მღერის, ყვავის, უძღვის... ისვრის, იტყვის... იცის...

უწყვეტელში გვაქვს: ხტ-ოდ-ა, მღერ-ოდ-ა, ყვა-ოდ-ა, უძღ-ოდ-ა... ისრ-ოდ-ა, იტყ-ოდ-ა... იც-ოდ-ა...

 

 

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P123/1


შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P123/2


შეასრულეთ წერითი სავარჯიშო  P123/3