გრამატიკა

IDevice Icon

მყოფადის ფორმა: დრო - მომავალი, მოქმედება - დასრულებული, კილო - თხრობითი.

 

ზმნის ეს ფორმა მოქმედებას დასრულებულად, შეწყვეტილად წარმოგვიდგენს. დროის მიხედვით ის მომავალია ამიტომ მას მყოფადის ფორმას უწოდებენ (მყოფადი და მომავალი სინონიმური სიტყვებია). კილოს მიხედვით ის თხრობითია.

მყოფადის ფორმა ნაწარმოებია აწმყოსაგან, რომლისგანაც იგი უმთავრესად ზმნისწინის დართვით განსხვავდება: აშენებს - ააშენებს, აკეთებს - გააკეთებს, წერს - დაწერს... თბება - გათბება, კეთდება - გაკეთდება... სჭირდება - დასჭირდება, უერთდება - შეუერთდება...

ზოგჯერ მყოფადის ფორმაში ზმნისწინის ადგილზე ი- თავსართი ჩანს; შეცვლილია თემის ნიშანიც - აწმყოშია -ობ, მყოფადში კი -ებ: მუშაობს - იმუშავებს, მეცადინეობს - იმეცადინებს, ცხოვრობს - იცხოვრებს, საუზმობს - ისაუზმებს...

 

 

დაწერეთ შვიდი წინადადება მყოფადის ფორმების გამოყენებით.

 

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P124/1


შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P124/2


შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P124/3