გრამატიკა

IDevice Icon
გარემოება

 

გარემოება ჰქვია წინადადების წევრს, რომელიც გვიჩვენებს, თუ სად, როდის, როგორ, რატომ, რისთვის, რამდენად, რამდენჯერ ხდება მოქმედება.

გარემოება ჩვეულებრივ ზმნას უკავშირდება: გვიან მოვედი, ადრე წავიდა...

გარემოებად გამოყენებულია ზმნიზედა და ბრუნვიანი სიტყვა (სახელი და სახელზმნა).

შინაარსის მიხედვით გარემოება იყოფა შემდეგ ჯგუფებად: ადგილისა, დროისა, ვითარებისა, მიზეზისა, მიზნისა.

ადგილის გარემოება გამოხატავს მოქმედების ადგილს და მიუგებს კითხვაზე: საით? სად? საიდან? საითკენ? სადამდე?

მაგ.: გ ა რ ე თ ცივი ქარი ქროდა; ბიჭი მ ა ნ ქ ა ნ ა ს თ ა ნ იდგა. სოფლის ს კ ო ლ ა მ დ ე ფეხით გაიარა. ანა კ ა ხ ე თ შ ი წავიდა...

წინადადებაში დროის გარემოება მოქმედების დროს აღნიშნავს. მისი კითხვებია: როდის? რამდენ ხანს? რა ხნიდან? სანამდე?

მაგ.: ხ ვ ა ლ დიდი დღეა... დ ღ ე ს ა დ რ ე ავდექი. ზ ა მ თ ა რ შ ი ბეღურებს სცივათ. ს ა ღ ა მ ო ს თეატრში წავიდეთ...

ვითარების გარემოება გამოხატავს, თუ როგორ ხდება მოქმედება. იგი მიუგებს კითხვებზე: როგორ? რანაირად? რამდენად? რამდენჯერ?

მაგ.: სოსოს ძ ა ლ ი ა ნ უყვარს ნადირობა. დღეს კ ა რ გ ა დ გამოიყურები. მანქანა ს წ რ ა ფ ა დ მიდიოდა. ქალი მ შ ვ ი დ ა დ უყურებდა ყველაფერს...

მიზეზის გარემოება აღნიშნავს მოქმედების მიზეზს. მისი კითხვებია: რატომ? რის გამო? რა მიზეზით?

მაგ.: ბავშვმა შ ი შ ი ს ა გ ა ნ ტირილი დაიწყო. ს ი ბ ნ ე ლ ი ს გ ა მ ო ვერაფერს ვხედავდი. შ ი მ შ ი ლ ი ს ა გ ა ნ შეწუხებული მგლები ყმუოდნენ...

მიზნის გარემოება გადმოგვცემს მოქმედების მიზანს. მისი კითხვებია: რისთვის? რა მიზნით?

გუშინ ს ა ნ ა დ ი რ ო დ წავედი. ბავშვები დ ა ს ძ ი ნ ე ბ ლ ა დ მოემზადნენ. გიგას ს ა თ ა მ ა შ ო დ ეძახიან...

 

  • დაწერეთ ხუთი წინადადება, სადაც იქნება ადგილის გარემოება.
  • დაწერეთ ხუთი წინადადება, სადაც იქნება დროის გარემოება.
  • დაწერეთ ხუთი წინადადება, სადაც იქნება ვითარების გარემოება.