გრამატიკა

IDevice Icon
მიზნისა და მიზეზის გარემოებითი დამოკიდებული წინადადება

 

მიზნის გარემოებითია დამოკიდებული წინადადება, რომელიც გადმოგვცემს მთავარი წინადადების ზმნა-შემასმენლით გამოხატული მოქმედების მიზან-დანიშნულებას. მისი კითხვებია: რისთვის? რა მიზნით? მთავარს უერთდება რ ო მ და რ ა თ ა კავშირებით.

მაგ.: მე ჩონგური მისთვის მინდა, რ ო მ სიმართლეს მსახურებდეს... პატარას დიდი გზა უნდა გაევლო, რ ა თ ა სკოლაში მისულიყო...

მთავარ წიანდადებაში, ჩვეულებრივ, თხრობითი კილოს ფორმებია, იშვიათად კავშირებითისა, დამოკიდებულში კი - კავშირებითისა ან თხრობითისა კავშირებითის მნიშვნელობით.

მთავარსა და დამოკიდებულ წინადადებაში, ჩვეულებრივ, სხვადასხვა მწკრივის ფორმებია გამოყენებული, იშვიათად - ერთი და იმავე მწკრივისა.

ა) მთავარ წინადადებაში აწმყოს მწკრივია, დამოკიდებულში - მეორე კავშირებითისა: ნინო ბევრს მეცადინეობს, რომ გამოცდაზე კარგი შეფასება დ ა ი მ ს ა ხ უ რ ო ს.

ბ) დამოკიდებულში მეორე თურმეობითის ფორმაა, მთავარში - თხრობითი კილოს ფორმა წარსული დროისა (ჩვეულებრივ, წყვეტილი, იშვიათად, უწყვეტელი, ხოლმეობითი): კარი სწრაფად მ ი ხ უ რ ა , რომ სიცივე არ შ ე მ ო ს უ ლ ი ყ ო ოთახში...

გ) მთავარში წყვეტილის ფორმაა, დამოკიდებულში მეორე კავშირებითისა; მაგ.: ამ უნივერსიტეტში იმიტომ ჩ ა ა ბ ა რ ა , რომ კარგი განათლება მ ი ი ღ ო ს .

მიზეზის გარემოებითია დამოკიდებული წინადადება, რომელიც აღნიშნავს იმის გამომწვევ მიზეზს, რაზედაც მთავარ წიანდადებაშია ლაპარაკი. მისი კითხვებია: რატომ? რა მიზეზით? რის გამო? მთავარ წინადადებასთან მას აერთებს: რომ, იმიტომ რ ო მ , რ ა დ გ ა ნ ა ც , ვ ი ნ ა ი დ ა ნ .

მაგ.: გარეთ იმიტომ გამოვიდა, რ ო მ შინ ჯდომა აღარ შეეძლო. ამას ი მ ი ტ ო მ ვაკეთებ, რომ შენთვის კარგი მინდა. უმცროსმა უფროსს უნდა გაუგონოს, ვ ი ნ ა ი დ ა ნ უფროსს მეტი ჭკუა აქვს. მე ამ ოჯახს კარგად ვიცნობდი, რ ა დ გ ა ნ ა ც მეზობლად ვცხოვრობდი...

 

 

  • დაწერეთ ხუთი რთული ქვეწყობილი წინადადება, სადაც დამოკიდებული წინადადება იქნება მიზნის გარემოებითი.
ნიმუში: გლეხი ბევრს შრომობს, რომ შემოდგომაზე კარგი მოსავალი მიიღოს.
  • დაწერეთ ხუთი რთული ქვეწყობილი წინადადება, სადაც დამოკიდებული წინადადება იქნება მიზნის გარემოებითი.
ნიმუში: ცოცხალი ყვავილების გვირგვინებით მოვიდნენ, რათა პატივი ეცათ გმირთა ხსოვნისათვის.
  • დაწერეთ ხუთი რთული ქვეწყობილი წინადადება, სადაც დამოკიდებული წინადადება იქნება მიზეზის გარემოებითი.
ნიმუში: მას გამოცდის არ ეშინია, იმიტომ რომ კარგად არის მომზადებული.