გრამატიკა

IDevice Icon
პირობითი დამოკიდებული წინადადება

 

პირობითი დამოკიდებული წინადადება გადმოგვცემს პირობას, რომელზედაც არის დამოკიდებული იმის შესრულება, რაც მთავარ წინადადებაშია ნათქვამი.

დამოკიდებულ წინადადებაში პირობაა მოცემული, მთავარში კი - შედეგი.

აქედან გამომდინარე, ამ ტიპის რთულ წინადადებას შეიძლება პირობით-შედეგობითიც ვუწოდოთ.

პირობით დამოკიდებულ წინადადებას შეიძლება დავუსვათ კითხვა: რა შემთხვევაში? რა პირობებში?

მაგ.: ნანაც გააკეთებს ამას, თუ დედა დაეხმარება.

რა შემთხვევაში გააკეთებს ნანა ამას? პასუხი დამოკიდებულ წინადადებაშია: თუ დედა დაეხმარება.

დამოკიდებულ წინადადებას მთავართან აერთებს: რომ, თუ, თუკი.

მთავარსა და დამოკიდებულ წინადადებაში ერთი და იმავე ან სხვადასხვა მწკრივის ფორმებია გამოყენებული. უფრო ხშირია ასეთი შემთხვევები:

ა) დამოკიდებულში წყვეტილის ფორმაა, მთავარში - მყოფადისა: თუ მთელი ღამე ასე ი თ ო ვ ა, ხვალ სოკლაში ვერ წ ა ვ ა ლ .

ბ) დამოკიდებულში აწმყოს მწკრივია, მთავარში - მყოფადის: თუ ძალიან მ ო გ წ ო ნ ს , გ ა ჩ უ ქ ე ბ .

გ) დამოკიდებულში მყოფადის ფორმაა, მთავარშიც - მყოფადის: თუ ღამე ცას ა ხ ე დ ა ვ , ვარსკვლავებს დ ა ი ნ ა ხ ა ვ .

 

 

 

  • დაწერეთ ხუთი რთული ქვეწყობილი წინადადება, სადაც დამოკიდებულში წყვეტილის ფორმა იქნება, მთავარში - მყოფადისა.

 

ნიმუში: თუ მანქანა ვერ გავაკეთე, ხვალ სოფელში ვერ წავალ.

 

  • დაწერეთ ხუთი რთული ქვეწყობილი წინადადება, სადაც დამოკიდებულში აწმყოსფორმა იქნება, მთავარში - მყოფადისა.

 

ნიმუში: თუ გცივა, ჟაკეტს მოგცემ.

 

  • დაწერეთ ხუთი რთული ქვეწყობილი წინადადება, სადაც დამოკიდებულში მყოფადისფორმა იქნება, მთავარშიც - მყოფადისა.

 

ნიმუში: თუ ამ საქმეს გააკეთებ, საჩუქარს მიიღებ.