კითხვა / წერა - Կարդալ / գրել - Oxu / yazı

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը

Mətni oxuyun:

ახალი წლის სუფრა

ქართულ ოჯახებში ახალი წლის ღამეს სუფრა იშლება ხოლმე. სუფრას თორმეტი საათისთვის აწყობენ. თორმეტი საათისთვის სუფრა უკვე გაწყობილია. ახალ წელს ოჯახის წევრები ხვდებიან ერთად. სუფრაზე დებენ ტკბილეულს, ხილს, სასმელს: ღვინოს შამპანურს, კონიაკს, თხილსა და წაბლს. ახალი წლის სუფრაზე აუცილებლად დებენ გოზინაყს, ჩურჩხელას და ჩირს.

გოზინაყს ნიგვზითა და თაფლით აკეთებენ. ის ძალიან ტკბილი და გემრიელია. გოზინაყი მხოლოდ ახალი წლის სუფრისთვის კეთდება.

თორმეტ საათზე ახალი წელი დგება. ამ დროს ოჯახის წევრები ულოცავენ ერთმანეთს ახალ წელს და სვამენ ახალი წლის სადღეგრძელოს.

პირველ იანვარს სტუმრები მოდიან ხოლმე სახლში.

ახლა უკვე დიდი საახალწლო სუფრა იშლება. საახალწლო სუფრის მთავარი კერძია საცივი. საცივი ცივი კერძია. მას ინდაურის ან ქათმის ხორცისაგან აკეთებენ. საცივი გემრიელი საჭმელია. სუფრაზე საცივის გარდა დევს სალათა, თევზი _ შემწვარი და მოხარშული, ხაჭაპური, კუჭმაჭი, ფხალი, ბაჟე და, რა თქმა უნდა, მწვადი.

ქართულ სუფრას თავისი წესი აქვს. სუფრისთვის თამადას ირჩევენ. თამადას ოჯახის უფროსი ირჩევს. სტუმრები გაშლილ მაგიდასთან სხდებიან. თამადა სუფრის თავში ჯდება. ის იწყებს და ამთავრებს სუფრას, ის ამბობს პირველ და ბოლო სადღეგრძელოს. სუფრის წევრები უსმენენ, მერე სვამენ ამ სადღეგრძელოს. ქართული სუფრა თამადის გარეშე არ შეიძლება.

სუფრაზე მოაქვთ დესერტი: ხილი, ტკბილეული და ყავა.

ახალი წლის სუფრა დიდხანს გრძელდება.

 

უპასუხეთ კითხვებს:

Պատասխանե՛ք հարցերին.

Suallara cavab verin:

_რა ხდება ქართულ ოჯახებში ახალი წლის ღამეს?

_რომელი საათისთვის აწყობენ ხოლმე სუფრას?

_რას დებენ საახალწლო სუფრაზე?

_რისგან კეთდება გოზინაყი?

_რომელ საათზე ულოცავენ ოჯახის წევრები ერთმანეთს ახალ წელს?

_რა კერძები კეთდება საახალწლო სუფრისთვის?

_ვინ იწყებს და ამთავრებს საახალწლო სუფრას?

_რამდენ ხანს გრძელდება ახალი წლის სუფრა?

 

შეასრულეთ წერითი დავალება

Կատարեք գրավոր առաջադրանքը

Yazılı tapşırığı yerinə yetirin
23P2

 

თქვენი სიტყვებით აღწერეთ ახალი წლის სუფრა და დაწერეთ.

Ձեր բառերով նկարագրե՛ք Նոր տարվա սեղանը և գրե՛ք:

Öz sözlərinizlə Yeni il süfrəsini təsvir edin və yazın.

 

წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը

Mətni oxuyun:

დაბადების დღე

დღეს გუგას დაბადების დღეა, ამ საღამოს გუგასთან მისი ნათესავები და მეგობრები არიან. გუგა უკვე თორმეტი წლისაა. დღეს დიდი სუფრა გაიშლება. დედა და ბებო საჭმელებს ამზადებენ. ბებოს თეფშები და ჭიქები შემოაქვს და მაგიდას შლის. თეა დანა-ჩანგალს და ჭიქებს აწყობს მაგიდაზე. მაგიდაზე დებენ ცივ კერძებს: სალათებს, კუჭმაჭს, ფხალს, თევზს, ყველს და მჟავე კიტრსა და ჯონჯოლს. მერე ამატებენ ხაჭაპურს.ხაჭაპური ცხელია. დედა სტუმრებისთვის მაგიდაზე ალაგებს თეფშებს ღომით. ცხელ ღომი და ყველი ძალიან გემრიელია. ღომს საცივთან ან ბაჟესთან ერთად ჭამენ.

სუფრაზე შემოაქვთ ცხელი კერძები: ყაურმა, ხაშლამა, მწვადი, ჩაქაფული.

სუფრას თამადა ჰყავს. ამ სუფრის თამადა, გუგას ბიძაა, გუგას მამის ძმა.

სტუმრები ულოცავენ გუგას დაბადების დღეს.

ქართული ლხინი დიდხანს გრძელდება. ლხინის სუფრას ქართულად პურმარილი ჰქვია. სტუმრები და მასპინძლები ილხენენ. მღერიან, ცეკვავენ, სვამენ შამპანურს, ღვინოს ან ლიქიორს.

ლხინს თამადა ამთავრებს.

სტუმრები გვიან მიდიან. დედა და ბებია სუფრას ალაგებენ. თეა და გუგა ეხმარებიან ბებიას და დედას. დედამ ერთად დაალაგა თეფშები და ჭიქები და გუგა მათ ახლა სამზარეულოში გაიტანს. თეა სუფრას ალაგებს. მან სამზარეულოდან ჯამი გამოიტანა, ის დანა-ჩანგალს ერთ ჯამში აწყობს და მერე გაიტანს სამზარეულოში.

ისინი სუფრას ერთად უფრო მალე აალაგებენ და მერე ლოგინებს გაშლიან. გუგას და თეას ძალიან ეძინებათ.

 

უპასუხეთ კითხვებს:

Պատասխանե՛ք հարցերին.

Suallara cavab verin:

_ვისი დაბადების დღეა დღეს?

_ვინ არიან ამ საღამოს გუგასთან?

_რამდენი წლის გახდა გუგა?

_ვინ ამზადებს საჭმელებს?

_რას დებენ თავიდან სუფრაზე?

_რასთან ერთად ჭამენ ღომს?

_რომელი ცხელი კერძები შემოაქვთ სუფრაზე?

_რა ჰქვია სხვანაირად ქართულ სუფრას?

_ვინ იწყებს და ამთავრებს ქართულს სუფრას?

 

შეასრულეთ წერითი დავალება

Կատարեք գրավոր առաջադրանքը

Yazılı tapşırığı yerinə yetirin
23P3

 

ამოიწერეთ კერძების სახელები, რომლებიც დაბადების დღის სუფრაზე მიაქვთ.

Դո՛ւրս գրեք կերակրատեսակների անվանումները, որ մատուցում են ծննդյան օրվա սեղանին:

Ad günü süfrəsinə qoyulan yeməklərin adlarını yazın.

 

თქვენი სიტყვებით აღწერეთ დაბადების დღის სუფრა.

Ձեր բառերով նկարագրե՛ք ծննդյան օրվա սեղանը:

Öz sözlərinizlə ad günü süfrəsini təsvir edin.