კითხვა / წერა - Կարդալ / գրել - Oxu / yazı

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը

Mətni oxuyun:

მე ბევრი მეგობარი მყავს. ჩემი უახლოესი მეგობრები არიან აჩი და ანა. ჩვენ ერთ ეზოში ვცხოვრობთ, ერთად ვთამაშობთ, ერთად დავდივართ სკოლაში. ჩვენ ერთ კლასში ვართ.

წინა კვირას ჩვენი სახლის წინ ფეხბურთის მოედანი გააკეთეს. ბავშვებს ძალიან გაგვიხარდა, უბედნიერესები ვიყავით: ახლა ეზოში ფეხბურთის გუნდი გვყავს. მე და აჩი ამ გუნდში ვართ. ანა არ არის ამ გუნდში, ამ გუნდში მხოლოდ ბიჭები ვთამაშობთ.

დღეს თამაში გვაქვს. თამაში საღამოს შვიდ საათზე იწყება. დღეს დილიდან წვიმს. ჩვენ დილით ვივარჯიშეთ და ახლა ვისვენებთ.

მე ახლა ფანჯარასთან ვდგავარ, ვიყურები გარეთ და ვფიქრობ. ისევ წვიმს. გამვლელები ქოლგებით დადიან. ძალიან ცუდი ამინდია.

მე არ მიყვარს წვიმაში თამაში, არავის არ უყვარს წვიმაში თამაში. არც მაყურებელს მოსწონს ასეთ ამინდში სველ მოედანზე ჯდომა. დღეს წვიმამ თუ არ გადაიღო, ალბათ არავინ მოვა სტადიონზე...

თამაშის დაწყებამდე სამი საათი რჩება. მოედანი ცარიელია. ყველა თავის სახლშია თბილად და იქ უყურებს ტელევიზორს ან კითხულობს წიგნს. ჩემი კლასელები ალბათ არ მოვლენ ფეხბურთზე. არც ანა მოვა.

თამაშის დაწყებამდე ერთი საათი დარჩა. ისევ წვიმს, ძალიან წვიმს. ცუდი ამინდია.

სტადიონი სველია. ჩვენ სტადიონზე მივდივართ. ვემზადებით მატჩისთვის.

ტრიბუნებიც ივსება. მაყურებლები მოდიან და სხდებიან. ჩვენი მეგობრები უკვე მოვიდნენ. ანაც ტრიბუნაზე ზის. მე აღარ მეშინია. უკვე მომწონს წვიმაში თამაში!

თამაში დაიწყო. მოედანი სველია და სირბილი ძნელია. ჩვენ ხშირად ვეცემით მიწაზე, თამაშის დაწყებამდე ჩვენ თეთრი მაისურები გვეცვა, ახლა ჩვენი მაისურები შავია. ურთულესი ყოფილა ცუდ ამინდში თამაში.

დრო ისე გავიდა, ვერ გავიგეთ.

თამაშის ბოლოს ერთი ბურთი გავიტანეთ.

ჩვენი მეგობრები უბედნიერესები იყვნენ. ტრიბუნებზე ხტოდნენ და გვილოცავდნენ ყვირილით.

თამაში მალე დამთავრდა. ერთით ნული მოვიგეთ.

სახლებში სველები დავბრუნდით. გარეთ ისევ წვიმს. მე სახლში თბილად ვზივარ და აღარ ვფიქრობ წვიმაზე. მე ჩემს მეგობრებზე ვფიქრობ, მე ძალიან მიყვარს ისინი. ჩვენზე უკეთესი მეგობრები არავის ჰყავს!

 

უპასუხეთ კითხვებს:

Պատասխանե՛ք հարցերին.

Suallara cavab verin:

_რა უხარიათ ბავშვებს?

_რატომ არ არის ანა ფეხბურთის გუნდის წევრი?

_როგორი ამინდია?

_როდის არის თამაში?

_რა ანგარიშით დამთავრდა თამაში?

_რაზე ფიქრობს ბიჭი საღამოს?

 

შეასრულეთ წერითი დავალება

Կատարեք գրավոր առաջադրանքը

Yazılı tapşırığı yerinə yetirin
27P2

 

დაწერეთ მცირე ზომის მოთხრობა მეგობრების ერთგულების შესახებ.

Գրե՛ք փոքր չափսի պատմվածք ընկերների հավատարմության մասին:

Yoldaşlarının sədaqəti haqqında qısa hekayə yazın.