კითხვა / წერა - Կարդալ / գրել - Oxu / yazı

IDevice Icon


წაიკითხეთ დიალოგები:

Կարդացե՛ք երկխոսությունները.

Dialoqları oxuyun:

შეხვედრა

_ბექა, ხვალ რას აკეთებ?

_ხვალ მაღაზიაში უნდა წავიდე. აცივდა და თბილი ტანსაცმელი მინდა.

_კი, ძალიან აცივდა. მეც მინდა მაღაზიაში წასვლა, თეას ქურთუკი უნდა, მე ჩექმები და თბილი სვიტერები მინდა. შენ რომელ მაღაზიაში აპირებ წასვლას?

_ქარვასლაში, იქ კარგი არჩევანია.

_ გინდა ერთად წავიდეთ?

_კი, კარგი იქნება, მე, შენ და თეკლა ერთად წავიდეთ.

_კარგი, ხვალ დილით ადრე უნდა ავდგე, მანქანას გავრეცხავ და მერე ჩემი მანქანით წავიდეთ.

_კარგი,ხვალ დილით ათ საათამდე დამირეკე.

_ხვალამდე!

_კარგად!

მაღაზიაში

_ბექა, აი, სვიტერები, მოდი, ახლოდან ვნახოთ.

_მივიდეთ. ეს კარგი სვიტერი ჩანს, თბილია.

_კი, თბილია და კარგია, უნდა გაისინჯო.

_კი, მოვიზომავ. თუ შეიძლება ეს სვიტერი მაჩვენეთ!

_რომელი, მწვანე?

_არა, შოკოლადისფერი.

_ინებეთ!

_შეიძლება გავისინჯო?

_კი, შებრძანდით იქ და მოიზომეთ.

_მოიზომე, ბექა, მოგერგო?

_კი, ზუსტად ჩემი ზომაა! ვიღებ!

_კარგია, მშვიდობაში!

_გმადლობ! თეკლა სად არის?

_ქურთუკს ისინჯავს. ახლა გამოვა.

_კარგი, ახლა ფულს გადავიხდი და მოვალ.

_მოვედი! მოერგო თეკლას ქურთუკი?

_ის არა, პატარა ჰქონდა. მეორე გაისინჯა და მოერგო. ახლა ჩექმებს არჩევს.

_შენ მოგეწონა რამე?

_აი, ეს შარვალი მომწონს და უნდა გავისინჯო. დამელოდე.

_კარგი, მე პალტოს ვნახავ.

_თეკლა, ნახე ამ მანეკენს ძალიან ლამაზი ქუდი ახურავს. არ მოგწონს?

_არა, არ მომწონს. მე ის შარფი მომწონს!

_რომელი?

_აი, იმ მანეკენს უკეთია.

_კარგი, წავიდეთ და ვნახოთ. ჩექმა იყიდე?

_კი, ვიყიდე, შენ შარვალი იყიდე?

_ვიყიდე და ახლა ქამარი მინდა.

_კარგი, წავიდეთ. ბექა სად არის?

_პალტოს ისინჯავს.

_ბექა, მოგერგო პალტო?

_კი, კარგად მქონდა, ზუსტად ასეთი მინდოდა. კოსტუმიც ვიყიდე: შარვალი და პიჯაკი.

_რა ფერია?

_ნაცრისფერი.

_მშვიდობაში!

_გმადლობ. თქვენ ყველაფერი იყიდეთ?

_კი, რაც გვინდოდა, ვიყიდეთ.

_მზით გაცვითეთ!

_გმადლობ, ბექა! ახლა წავიდეთ, უკვე ოთხი საათია!

_რამდენი დრო გასულა, წავიდეთ!

 

შეასრულეთ წერითი დავალება

Կատարեք գրավոր առաջադրանքը

Yazılı tapşırığı yerinə yetirin
28P2

 

ამოიწერეთ და დააჯგუფეთ ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელის აღმნიშვნელი სიტყვები.

Դո՛ւրս գրեք և խմբավորե՛ք կնոջ և տղամարդու հագուստ ցույց տվող բառերը:Qadın və kişi paltarını bildirən sözləri yazıb qruplaşdırın.

 

შეადგინეთ და დაწერეთ მსგავსი დიალოგები თემაზე: ტანსაცმლის მაღაზიაში.

Կազմե՛ք և գրե՛ք նման երկխոսություններ թեմայի վերաբերյալ. ტანსაცმლის მაღაზიაში.

Növbəti mövzu üzrə uyğun dialoqları yazın və qurun: ტანსაცმლის მაღაზიაში.