კითხვა / წერა - Կարդալ / գրել - Oxu / yazı

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը

Mətni oxuyun:

სუპერმარკეტი დიდი მაღაზიაა. აქ ყველაფერია: სურსათიცა და სამრეწველო საქონელიც. სუპერმარკეტში კარგი მომსახურებაა. აქ პროდუქტი თაროებზე აწყვია, ერთი სახის პროდუქტი ერთ რიგშია.

სუპერმარკეტში კონსულტანტები არიან, ისინი გეხმარებიან პროდუქციის არჩევაში. მათ უნდა გიპასუხონ ყველა კითხვაზე.

სუპერმარკეტებში საქონლის ფართო ასორტიმენტია. ძნელია არჩევა. არ იცი, რომელი ჯობია, ეს პროდუქტი იყიდო თუ ის. კონსულტანტი გეკითხება, რა გინდა და გთავაზობს საქონელს. აქ, სურსათის განყოფილებაში, იყიდება რძის პროდუქტები, ხორცი, ბოსტნეული. ნახევარფაბრიკატები და მზა პროდუქტიც. მყიდველი არჩევს თავისთვის სასურველს.

სამრეწველო საქონელიც ფართოდაა წარმოდგენილი. მყიდველი პროდუქტებს საგორავებელ კალათაში აწყობს და ისე მიაქვს სალარომდე.

აქ მოლარე ითვლის ნავაჭრს და მყიდველი იხდის პროდუქციის საფასურს. ზოგი მყიდველი პლასტიკური ბარათებით იხდის თანხას, ზოგი კი _ ნაღდი ფულით.

ახლა ძალიან ბევრი ადამიანი დადის სუპერმარკეტებში. მათ ურჩევნიათ იქ შეიძინონ საჭირო პროდუქტი და სამრეწველო საქონელი.

ამოიწერეთ ტექსტიდან უცხო სიტყვები და მოიძიეთ ლექსიკონში.

Տեքստից դուրս գրե՛ք օտար բառերը և դրանք գտե՛ք բառարանում.

Mətndən yad sözləri yazıb lüğətdə axtarın.

უპასუხეთ კითხვებს:

Պատասխանե՛ք հարցերին.

Suallara cavab verin:

_როგორი მაღაზიაა სუპერმარკეტი?

_რა იყიდება სუპერმარკეტში?

_სად აწყვია პროდუქტი სუპერმარკეტში?

_ვინ გეხმარებიან სუპერმარკეტში პროდუქციის არჩევაში?

_რა შეიძლება შეიძინოთ სურსათის განყოფილებაში?

_რაში აწყობს მყიდველი პროდუქტებს?

_ვინ ითვლის ნავაჭრს სუპერმარკეტში?

_რით შეიძლება გადაიხადოთ პროდუქტის საფასური?

მოცემული ტექსტის გამოყენებით, დაწერეთ თემა: „სუპერმარკეტში“.

Օգտվելով տրված տեքստից` գրե՛ք շարադրություն.

Verilən mətndən istifadə edərək mövzu yazın: