კითხვა / წერა - Կարդալ / գրել - Oxu / yazı

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը.

Mətni oxuyun:

თბილისი საქართველოს დედაქალაქია. ის უძველესი ქალაქია. ლეგენდის მიხედვით, თბილისი ქართლის მეფემ, ვახტანგ გორგასალმა, დააარსა მეხუთე საუკუნეში. ის ახლანდელ თბილისთან ახლოს ნადირობდა და ხოხობი მოკლა. ფრინველი წყალში ჩავარდა. ის წყლიდან ამოიღეს მისმა მსახურებმა. ხოხობი ცხელი იყო, რადგან ის ცხელ წყალში ჩავარდა.

ვახტანგ გორგასალმა აქ ქალაქი დააარსა და თბილისი უწოდა. იმ დროს საქართველოს დედაქალაქი მცხეთა იყო. მალე დედაქალაქი თბილისში გადმოიტანეს.

თბილისში დღესაც მოედინება ცხელი გოგირდის წყალი. ეს სამკურნალო წყალია. დღეს ძველ თბილისში, ძველი ციხის, ნარიყალას ძირში, გოგირდის წყლის აბანოებია.

ძველი თბილისი ძალიან ლამაზია, იქ ძველებური სახლები და ვიწრო ქუჩებია. აქ სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობს. ძველ თბილისში დგას ქართული ეკლესია, სომხური ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა.

თბილისის სტუმრებს მოსწონთ ძველი თბილისიც და ახალი თბილისიც. ახალი თბილისი ევროპული სტილისაა, ძველ თბილისში კი აზიური ელემენტი უფრო მეტია.

თბილისს მტკვარი ორ ნაწილად ჰყოფს. ქალაქს აქვს მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები. ეს სანაპიროები ერთმანეთთან დაკავშირებულია ხიდებით. აქ ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილია.

თბილისში არის მუზეუმები, თეატრები, საგამოფენო დარბაზები. რუსთაველის პროსპექტზე დგას ოპერის თეატრი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში, 1851 წელს არის აშენებული.

თბილისში ბევრი დასასვენებელი პარკი და სკვერია. მთელ ქალაქში არის რესტორნები, კაფეები, ბარები, ბევრი თანამედროვე მაღაზია და სავაჭრო ცენტრი.

მთაწმინდა თბილისის სავიზიტო ბარათია.

 

  • ამოიწერეთ ტექსტიდან უცნობი სიტყვები და ააგეთ ამ სიტყვებით წინადადებები. 
  • Տեքստից դո՛ւրս գրեք անծանոթ բառերը և դրանք գտե՛ք բառարանում: 
  • Mətndən yad sözləri yazıb lüğətdə axtarın.

 

უპასუხეთ კითხვებს:

Պատասխանե՛ք հարցերին.

Suallara cavab verin:

_ვის მიერაა დაარსებული თბილისი?

_რომელია საქართველოს ძველი დედაქალაქი?

_ქალაქის რომელი ნაწილია ევროპული სტილის?

_რა არის დამახასიათებელი ძველი თბილისისათვის?

_რომელი ადგილია თბილისის სავიზიტო ბარათი?

 

  • დაწერეთ თემა: თბილისი – საქართველოს დედაქალაქი; გამოიყენეთ ტექსტიდან ახალი სიტყვები. 
  • Գրե՛քշարադրություն. «Թբիլիսին` Վրաստանի մայրաքաղաք»: Օգտագործե՛ք նոր բառերը տեքստից: 
  • Mövzu yazın: Tbilisi – Gürcüstanın paytaxtı; mətndən yeni sözləri istifadə edin.

 
 

წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը.

Mətni oxuyun:

* * *

გუშინ გუგასთან სტუმარი ჩამოვიდა. ის გუგას მეგობარი და კურსელია. ისინი გერმანიაში სწავლობდნენ ერთად და იქ დამეგობრდნენ. ალექსი გერმანელია. ის პირველადაა საქართველოში.

გუგა მას აეროპორტში დახვდა და თავის სახლში წაიყვანა. გვიანი ღამე იყო. ალექსს უნდოდა სასტუმროში გაჩერება. გუგამ არ გაუშვა.

დღეს ალექსი და გუგა თბილისის დასათვალიერებლად მიდიან.

გუგას ალექსი ძველ თბილისში მიჰყავს. ისინი მთელი დღე დაათვალიერებენ აბანოთუბანს, ხარფუხს, ავლენ ნარიყალაზე, ნახავენ მეტეხის ტაძარს, ვახტანგ გორგასლის ქანდაკებას. მერე იქვე, რესტორანში, ისადილებენ, სადაც ქართულ ნაციონალურ კერძებს ამზადებენ.

საღამოთი კუს ტბაზე ავლენ. კუს ტბა პატარაა, მაგრამ ძალიან ლამაზია. იქვეა ეთნოგრაფიული მუზეუმი. მეგობრები მუზეუმსაც ესტუმრებიან.

ხვალ გუგა დაკავებულია. სამსახურში საქმეები აქვს და ალექსი დილით მარტო გავა ქალაქში. ალექსმა იცის, რომელ ნომერ ავტობუსში უნდა ავიდეს. ის რუსთაველზე მიდის და ისტორიის მუზეუმსა და ხელოვნების მუზეუმში შევა. შუადღისას გუგა დაურეკავს ალექსს და შეხვდება სადმე. ხვალ მეგობრები მთაწმინდაზე აპირებენ ასვლას. ღამე კი რომელიმე კლუბში წავლენ.

 

  • ამოიწერეთ ტექსტიდან უცნობი სიტყვები და ააგეთ ამ სიტყვებით წინადადებები. 
  • Տեքստից դո՛ւրս գրեք անծանոթ բառերը և դրանք գտե՛ք բառարանում. 
  • Mətndən yad sözləri yazıb lüğətdə axtarın.

 

 
უპასუხეთ კითხვებს:

Պատասխանե՛ք հարցերին.

Suallara cavab verin:

_სად გაიცნო გუგამ ალექსი?

_არის თუ არა ალექსი საქართველოში ნამყოფი?

_ქალაქის რომელ უბანს დაათვალიერებენ ისინი პირველად?

_რას აპირებენ მეგობრები საღამოს?

_როგორია მეგობრების გეგმა მეორე დღისათვის?

 

  • დაწერეთ თემა: გასეირნება თბილისში. 
  • Գրե՛ք շարադրություն. გასეირნება თბილისში. 
  • Mövzu yazın: გასეირნება თბილისში.