კითხვა / წერა

IDevice Icon

 

წაიკითხეთ ტექსტი:

ძვირფასო კოლეგებო,

შეგახსენებთ, რომ ხვალ ჩვენი სტუმრები ჩამოდიან უნგრეთიდან. აეროპორტში მე დავხვდები და სასტუმროში მივიყვან. 12 საათზე კი ჩვენს ოფისში მოვლენ. შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდება. პირველ საათზე რესტორანში ვისადილებთ. სადილის შემდეგ სტუმრები უნივერსიტეტში მიდიან. სტუდენტებსა და პროფესორებს ხვდებიან. უნივერსიტეტში 2 საათს დარჩებიან და მერე ქალაქის დათვალიერებას აპირებენ. როგორც შევთანხმდით, ქალაქის დათვალიერებისას მათთან ერთად ქალბატონი ლელა იქნება. საღამოს 9 საათზე დაგეგმილია ოფიციალური ვახშამი, რომელსაც დაესწრებიან სტუმრები და ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელები. ვახშამზე მიწვეულია რამდენიმე ეგვიპტელი კოლეგაც.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ხვალ ოფისში მთელი დღის განმავლობაში არ ვიქნები. ყველა კითხვაზე პასუხს ჩემი თანაშემწე გაგცემთ.

პატივისცემით

ლაშა დავლიანიძე

საგანმანათლებლო ცენტრ „ცოდნის“ დირექტორი


 

  • დააკვირდით წერილის ტექსტის სტრუქტურას,უპასუხეთ კითხვებს:

 

_სად იწერება ადრესატის (პირის/პირების, რომლისთვისაც განკუთვნილია წერილი) სახელი?

_სად იწერება წერილის ავტორის სახელი?

_თავაზიანობის გამომხატველი რა სიტყვა გამოიყენება წერილის ბოლოში?

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 

_ვინ არის წერილის ადრესატი? (ვის უგზავნის წერილს დირექტორი?)

_ვინ არის წერილის ავტორი?

_ვინ მიდის აეროპორტში სტუმრების დასახვედრად?

_სად მიდიან სტუმრები სადილის შემდეგ?

_როდის არის ოფიციალური ვახშამი?

 

  • როგორ ფიქრობთ, ვის სწერს ლაშა დავლიანიძე წერილს: ერთ კაცს თუ მეტს? რატომ ფიქრობთ ასე? დაწერეთ.

 

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

 

  • დამოუკიდებლად შეადგინეთ მსგავსი შინაარსის წერილი.

 

 
 გამოტოვებულ ადგილას ჩასვით სათანადო სიტყვა ან ფრაზა: