გრამატიკა

IDevice Icon

მოთხრობითი ბრუნვა (იცის ზმნასთან)

ქართულში ერთ-ერთი მთავარი ბრუნვაა მოთხრობითი, სუბიექტის (მოქმედი პირის) ბრუნვა. მოთხრობითი ბრუნვა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებს არა აქვთ, ამიტომაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ ფორმას.

მოთხრობითი ბრუნვის ნიშანია –მა ან -მ. ხმოვნით ფუძედაბოლოებულ სახელებთან გვაქვს -, ხოლო თანხმოვნით ფუძედაბოლოებულებთან -მა.

შევადაროთ:

სახელობითი: კაც-ი დედა

მოთხრობითი: კაც-მა დედა-მ

მოთხრობითი ბრუნვა განსხვავებულად ეწარმოება პირის ნაცვალსახელებს:

სახელობითი      მოთხრობითი

ეს           ამან

ეგ            მაგან

ის // იგი        მან // იმან

ზმნა იცის ერთადერთია, რომელიც ყველა დროში მოთხრობითი ბრუნვაში მოითხოვს სახელს (ან ნაცვალსახელს):

იცის, იცოდა, იცოდეს – კაც–მა / მან...

სავარჯიშო:

მოიძიეთ ტექსტში ზმნა იცის სხვადასხვა დროის ფორმები და შეადგინეთ წინადადებები.