კითხვა / წერა

IDevice Icon

წაიკითხეთ ტექსტი:

საცხოვრებელი არის ის სახლი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ყველა ადამიანს აქვს საცხოვრებელი სახლი, თითქმის ყველა ადამიანს.

ზოგ ადამიანს არა აქვს სახლი, ასეთ ადამიანებს უსახლკარო ადამიანებს უწოდებენ. ისინი ხშირად ქუჩაში ცხოვრობენ.

ზოგი საცხოვრებელი სახლი ერთსართულიანია, ზოგი _ ორ და და სამსართულიანი. ასეთ სახლებს კერძო ბინებს ან საკუთარ სახლებს ეძახიან.

ზოგი ადამიანი ცხოვრობს კორპუსის ბინებში.

ქალაქში ორივე ტიპის სახლია _ კერძოც და კორპუსის ბინებიც. დედაქალაქში უფრო მეტი კორპუსის ბინაა, სოფლებსა და პატარა ქალაქებში კი _ კერძო სახლები.

საცხოვრებელი სახლი შეიძლება იყოს ერთოთახიანი, ოროთახიანი, სამოთახიანი და მრავალოთახიანი.

სახლს შეიძლება ჰქონდეს სასადილო ოთახი, სასტუმრო ოთახი, საძინებელი ოთახი, სამზარეულო, სააბაზანო და აბაზანა–ტუალეტი.

ყველა სახლში არის ავეჯი, ზოგან ბევრია ავეჯი, ზოგან _ ცოტა.

ყველა სახლს აქვს კარი, ყველა ოთახს აქვს ფანჯარა. ოთახის ქვედა ნაწილს, რომელზეც დავდივართ და რაზეც დგას ავეჯი, იატაკი ჰქვია.

ოთახებს ერთმანეთისგან ჰყოფს კედელი.

კედელი აქვს ყველა შენობას. სახლს, ოთახებს აქვს ჭერი.

ჭერის თავზე სხვენია. სხვენი არის ჭერსა და სახურავს შორის.

სარდაფი აქვს ყველა სახლს. სარდაფი არის ადგილი იატაკის ქვემოთ. ზოგიერთი ადამიანი სარდაფშიც ერთ ან ორ ოთახს აკეთებს.

კორპუსსაც და ზოგ კერძო ბინასაც აქვს კიბეები. კიბეები ერთმანეთთან აკავშირებს სართულებს.

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები და ფრაზები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.
  • შეადგინეთ ამ სიტყვებისგან ახალი წინადადებები და დაწერეთ.
  • ტექსტიდან ამოიწერეთ ბინის ნაწილების აღმნიშვნელი სიტყვები.

 

უპასუხეთ კითხვებს:

-ვინ არიან უსახლკაროები?

_სად ცხოვრობენ ადამიანები?

_რა ჰყოფს ოთახებს ერთმანეთისაგან?

_სად არის სხვენი?

_რას აკავშირებს ერთმანეთთან კიბეები?

წაიკითხეთ ტექსტი:

ჭუჭყიანი სარკმელი

ერთი წყვილი ახალ ბინაში გადავიდა. დილით ცოლმა ცუდ ხასიათზე გაიღვიძა, სარკმელს გახედა და მეზობელი დაინახა,რომელიც თეთრეულს ფენდა.

– შეხედე, როგორი ჭუჭყიანი თეთრეული აქვს – უთხრა ცოლმა ქმარს.

კაცი გაზეთს კითხულობდა და ყურადღება არ მიუქცევია მისთვის.

– ალბათ ცუდ საპონს ხმარობს, ანდა არ იცის, როგორ უნდა რეცხოს. ნეტავ არავინ ასწავლის?! – თქვა ქალმა.

როდესაც მეზობელი თეთრეულს ფენდა, ცოლს სულ უკვირდა, თუ რატომ იყო იგი ასეთი ჭუჭყიანი. ერთ დღესაც ქალმა გაიღვიძა, სარკმელს გახედა და გაკვირვებულმა ხმამაღლა თქვა:

– დღეს რა სუფთაა მისი თეთრეული! ბოლოს და ბოლოს, ისწავლა რეცხვა!

– არა, – უპასუხა ქმარმა. საქმე ის არის, რომ დღეს ადრე ავდექი და ჩვენი სარკმლები გავწმინდე.

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები და ფრაზები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

  • შეადგინეთ ამ სიტყვებისგან ახალი წინადადებები,დაწერეთ.

  • დაწერეთ წაკითხულის მოკლე შინაარსი მესამე პირში.

 

უპასუხეთ კითხვებს:

_რა გაუკვირდა ქალს?

_ქალის აზრით, რატომ იყო მეზობლის თეთრეული ჭუჭყიანი?

_რატომ ეგონა ქალს, რომ მეზობლის თეთრეული ჭუჭყიანი იყო?