გრამატიკა

IDevice Icon

უქონლობა–უყოლობის სახელები

უყოლობას და უქონლობას აწარმოებს თავსართ–ბოლოსართები - , -ურ (ან -ულ, თუკი სახელის ფუძეში –თანხმოვანი ურევია)

ტვინ–ი – უ–ტვინ–ო, ბედ–ი – უ–ბედ–ურ–ი, ფერ–ი – ფერ–ულ–ი....

უ–ო, უ–ურ (უ–ულ) თავსართ–ბოლოსართების დართვით სახელები, როგორც წესი, იკუმშება და იკვეცება:

თმა – უთმ–ო;

სახე – უ–სახ–ურ–ი;

მეზობელ–ი – უ–მეზობლ–ო...

  • ამოიწერეთ ტექსტიდან უქონლობა–უყოლობის აღმნიშვნელი სახელები

 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 45P1

 

  • აწარმოეთ უქონლობა–უყოლობის სახელები:

 

უ–ო

ცოლ–ი –

მთვარე –

წამალ–ი –

უ–ურ

წიგნ–ი –

გემო –

ნდა ზმნისუღლება და„უნდა“ნაწილაკი

ზმნა უნდა თავისებურია: სუბიექტურ პირს ობიექტური პირის ნიშნები გამოხატავენ და პირიქით – ობიექტურ პირს – სუბიექტური პირის ნიშნები:

მე ის მ–ინდ–ა

შენ ის გ–ინდ–ა

მას ის უნდ–ა

უნდა წინადადებაში ნაწილაკის ფუნქციითაც გამოიყენება – იმ შემთხვევაში, როცა ვალდებულება, აუცილებლობა გამოიხატება:

მე ხვალ სამსახურში აუცილებლად უნდა წავიდე...

ასეთ დროს უნდა უცვლელი რჩება და პირების მიხედვით არ იცვლება:

მე უნდა წავიდე; შენ უნდა წახვიდე, ის უნდა წავიდეს...


 

  • მოიძიეთ ტექსტში უნდა. გაარკვიეთ, როდის არის ზმნა და როდის – ვალდებულება–აუცილებლობის გამომხატველი ნაწილაკი;ამოიწერეთ წინადადებები.