კითხვა / წერა

IDevice Icon

 

 

წაიკითხეთ ტექსტი

უჩვეულო მოგზაურობა

 

მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, შვებულების დროს აქტიურად დაგვესვენა: მე მინდოდა საქართველოს ყველა კუთხე დაგვეთვალიერებინა. ჩემი მეგობარი კი მეუბნებოდა, რომ ერთი თვე ამისთვის არ გვეყოფოდა.

მეორე დღესვე გავუდექით გზას. ნიკას ჯიპი ჰყავდა და იმით ვაპირებდით საქართველოს მოვლას.

დავიწყეთ აღმოსავლეთ საქართველოთი, კახეთით. ნიკას ნელა მიჰყავდა მანქანა და ყველაფერს ათვალიერებდა, მე სულ ვჩქარობდი, სულ მეშინოდა, რომ ვერ მოვასწრებდით ყველაფრის ნახვას.

კახეთში უამრავი რამ იყო დასათვალიერებელი.

ისეთი ლამაზი იყო ყველაფერი, რომ აღარ მინდოდა აჩქარება, სადაც მივიდოდით, წამოსვლა აღარ გვინდოდა.

ნიკამ მითხრა, მომავალ წელს გავაგრძელოთ საქართველოს დათვალიერება და ყოველ მომდევნო წელს თითო კუთხე ვნახოთო.

რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა და დავთანხმდი.

იმ ზაფხულს კახეთში დავრჩით. დავათვალიერეთ სიღნაღი, თელავი, ყვარელი. განსაკუთრებით მომეწონა ალავერდი და წმინდა ნინოს მონასტერი. ერეკლე მეფის სასახლეც ძალიან საინტერესოა. კახელები ძალიან კარგი მასპინძლები არიან. ისინი კახური პურითა და ღვინით გვიმასპინძლდებოდნენ.

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები და ფრაზები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.
  • შეადგინეთ ამ სიტყვებისგან ახალი წინადადებები და დაწერეთ.
  • დაწერეთ წაკითხულის მოკლე შინაარსი.

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 

რისთვის არ არის საკმარისი ერთი თვე?

საიდან დაიწყეს საქართველოს დათვალიერება მეგობრებმა?

რა გადაწყვეტილება მიიღეს მეგობრებმა?

რომელი ადგილები იყო განსაკუთრებით საინტერესო?

 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 48P1

 

წაიკითხეთ ინფორმაცია ტურისტული სააგენტოს შესახებ

 

სააგენტო გთავაზობთ ტურებს სხვადასხვა მარშრუტით.

ისტორიული საქართველო - მარშრუტი გთავაზობთ დაუვიწყარ მოგზაურობას საქართველოში. მოგზაურობა იწყება ქვეყნის დედაქალაქის, თბილისის, დათვალიერებით. შემდეგ მოგზაურობა გრძელდება კახეთსა და საქართველოს მთიან რეგიონებში. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ დაათვალიეროთ საქართველოს გული - ქართლი, რომელიც მდიდარია ისტორიული ძეგლებით, აგრეთვე კოლხეთის, ოქროს საწმისის მხარე და დაასრულოთ თქვენი მოგზაურობა შავი ზღვის სანაპიროზე, ქალაქ ბათუმში.

აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველო - გთავაზობთ მოგზაურობას საქართველოს მთიან რეგიონებში: სვანეთში, თუშეთსა თუ ხევსურეთში. საშუალება მოგეცემათ დაათვალიეროთ 1600 დან – 2500 მეტრის სიმაღლეზე მდებარე სოფლები თვალწარმტაცი პეიზაჟებით, ეთნოგრაფიული მუზეუმები. მოგზაურობაში შედის თბილისის, აგრეთვე დასავლეთ საქართველოს ძველი დედაქალაქისქუთაისის დათვალიერება, თავისი ისტორიული ძეგლებით, აღმოსავლეთ საქართველოს ყოფილი დედაქალაქისა და მეღვინეობის ცენტრის, თელავის, მონახულება.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ სააგენტოს ვებგვერდს.

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 
რამდენ მარშრუტს სთავაზობს კომპანია ტურისტებს?

რომელ მარშრუტში შედის თბილისის დათვალიერება?

რა სტატუსი ჰქონდა ქუთაისს ძველად?

რომელი ქალაქია მეღვინეობის ცენტრი საქართველოში?