გრამატიკა

IDevice Icon

 

 

ინვერსიული ზმნების უღლება

 

პირის ნიშანთა დანიშნულების შეცვლას ინვერსია ეწოდება: როცა სუბიექტური პირის ნიშნით ობიექტი აღინიშნება, ხოლო ობიექტური პირის ნიშნით _ სუბიექტი.

ინვერსიული ზმნები თავისებურად იუღლებიან; მაგ.:

მხოლობითი რიცხვი

 

I პირი

მ–იყვარ–ს

მ–აქვ–ს

მ–ში–ა

II პირი

გ–იყვარ–ს

გ–აქვ–ს

გ–ში–ა

III პირი

უყვარ–ს

აქვ–ს

ში–ა

მრავლობითი რიცხვი

 

I პირი

გვ–იყვარ–ს

გვ–აქვ–ს

გვ–ში–ა

II პირი

გ–იყვარ–თ

გ–აქვ–თ

გ–ში–ა–თ

III პირი

უყვარ–თ

აქვ–თ

ში–ა–თ

 

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 48P2