კითხვა / წერა

IDevice Icon

 

 

 

წაიკითხეთ ტექსტი

 

იმ წელს ძალიან ცივი ზამთარი იყო. თბილისში დიდი თოვლი მოვიდა.

გიორგიმ და ნიკამ გამოცდები ჩააბარეს და ზამთრის არდადეგებზე ბაკურიანში წასვლა გადაწყვიტეს.

ბაკურიანი ზამთრის სათხილამურო კურორტია. იქ ზამთარში ყოველთვის ბევრი დამსვენებელია. სათხილამურო ტრასებზე უამრავი მოთხილამურეა.

ნიკამ ინტერნეტში ნახა, რომ ამ დღეებში ამინდი იცვლებოდა და ძლიერი ქარი იყო მოსალოდნელი, ამიტომ მოსახლეობას არ ურჩევდნენ ბაკურიანში წასვლას.

ბიჭებმა იფიქრეს და მაინც გადაწყვიტეს წასულიყვნენ მეორე დღეს. მათი მეგობრები უკვე ბაკურიანში იყვნენ და ელოდებოდნენ მათ.

ისინი დილით ადრე გავიდნენ ქალაქიდან სამარშრუტო ტაქსით.

გზა თოვლიანი იყო, შუა გზაზე იყვნენ, როცა ქარი ამოვარდა და ამინდი შეიცვალა.

ქარმა თოვლი წამოიღო და გზა ნამქერში გაეხვია. თითქმის ყველა მანქანა გაჩერდა. წინ გზა საერთოდ არ ჩანდა.

თითქმის ერთი საათი იდგნენ, მერე ქარი თანდათან დაწყნარდა და ბოლოს ჩადგა. გზის გაგრძელება უკვე შეიძლებოდა. ყველა მანქანა ნელა მიდიოდა, ამინდი ცუდი იყო, ყინვა თანდათან ძლიერდებოდა.

როგორც იქნა, ბაკურიანში ჩავიდნენ, ძალიან დაღლილები და გაყინულები იყვნენ. სასტუმროში ძალიან თბილოდა და დაღლილ ბიჭებს მალე დაეძინათ.

მეორე დღეს გვიან გაეღვიძათ, აღარც ერთს აღარ ახსოვდა გუშინდელი დღე. გარეთ სასიამოვნოდ თოვდა.

ბიჭებმა ისაუზმეს და თავიანთი თხილამურებით დიდველისკენ წავიდნენ. ძალიან ბევრი ისრიალეს. ტრასაზე მეგობრებს შეხვდნენ, ერთად ისადილეს და მერე ისევ ტრასაზე გავიდნენ.

ბიჭები ბაკურიანში ათი დღე დარჩნენ. მეორე დღესვე შეწყდა თოვა. მზე გამოვიდა.მშვენიერი სათხილამურო ამინდი იყო, კარგი მზე და დიდი თოვლი.

დრო ისე გავიდა, ვერც კი გაიგეს. კარგი იყო მეგობრებთან ერთად დასვენება.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები და ფრაზები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.
  • შეადგინეთ ამ სიტყვებისგან ახალი წინადადებები და დაწერეთ.

  •   შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 50P1

 

წაიკითხეთ ტექსტი

წელიწადის დროები და ამინდი

გაზაფხულზე თბილა, თბილი ამინდებია. იშვიათად სუსტი ქარი ქრის. გაზაფხულზე ხშირად წვიმს. გაზაფხულის წვიმა სასიამოვნოა. გაზაფხულის ამინდებიც ძალიან სასიამოვნოა.

ზაფხული წელიწადის ყველაზე ცხელი დროა. ამ დროს ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსზე მაღალია. იშვიათად წვიმს. ზაფხულში ხანდახან ცხელი ქარი ქრის ხოლმე.

ადრე შემოდგომაზე სასიამოვნო ამინდებია. დილა-საღამოს გრილა, შუადღისას კი თბილა. შემოდგომაზე ხშირად წვიმს. გვიან შემოდგომაზე ხშირად არის ქარიანი ამინდი. ტემპერატურა 15 გრადუსია. უკვე ცივა.

ზამთარი წელიწადის ყველაზე ცივი დროა. ამ დროს ყველაზე დაბალი ტემპერატურაა. ყინავს. ხშირად თოვს და ცივი ქარი ქრის, ცივი და ძლიერი ქარი ქრის.

როგორც ამბობენ, ბუნებას ცუდი ამინდი არა აქვს. ყველა ამინდი თავისებურად ლამაზია.

 

  • დაწერეთ წაკითხულის მოკლე შინაარსი.

 

უპასუხეთ კითხვებს:

როგორი ამინდია გაზაფხულზე?

წელიწადის რომელ დროს წვიმს იშვიათად?

როგორი ამინდია ადრე შემოდგომაზე?

რომელია წელიწადის ყველაზე ცივი დრო?