გრამატიკა

IDevice Icon

 
სტატიკური ზმნები

 

სტატიკურია ზმნა, რომელიც გამოხატავს მოქმედების შედეგს: მთებს ნისლი აფენია; აქ ყველაფერი წერია; კედელზე ლამაზი სურათი ხატია...

დინამიკური ზმნები ბევრია, სტატიკური - ცოტა.

სტატიკურ ზმნებს მთელი რიგი თავისებურებები ახასიათებს უღლებისას: ჯერ ერთი, ისინი პირველ და მეორე პირში მეშველ ზმნას დაირთავენ (–ვარ, –ხარ); გარდა ამისა, სტატიკური ზმნები განსხვავებულად აწარმოებენ წარსული და მომავალი დროის ფორმებს:

ახლანდელი დრო

ხატ–ი–ა

წერ–ი–ა

ა–ფენ–ი–ა

მომავალი დრო

ე–ხატ–ებ–ა

ე–წერ–ებ–ა

ე–ფინ–ებ–ა

წარსული დრო

ე–ხატ–ა

ე–წერ–ა

ე–ფინ–ა

 

  • მოიძიეთ სტატიკური ზმნები ტექსტში, ამოიწერეთ და აღნიშნეთ, რომელი დროის ფორმაა.