კითხვა / წერა

IDevice Icon

 

 

 

წაიკითხეთ ტექსტი

საყოფაცხოვრებო ნივთები ყველა ოჯახისთვის აუცილებელია. მათ გარეშე ძალიან ძნელია ცხოვრება.

ყველას სჭირდება უთო, წვენსაწური, თმის საშრობი, სარეცხის მანქანა, გაზქურა, მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მიქსერი, ბლენდერი, კომპიუტერი, ტელევიზორი...

მაგრამ ისინი ხშირად ფუჭდება, ზიანდება და მათ შეკეთება სჭირდება. ამისათვის სპეციალურად არის გახსნილი საყოფაცხოვრებო მომსახურების ცენტრები.

თბილისის ცენტრში ადრე დიდი საყოფაცხოვრებო მომსახურების ცენტრი იყო, მას „პირიმზე“ ერქვა. აქ შეგეძლო ყველა ნივთის შეკეთება.

ახლა ქალაქში საყოფაცხოვრებო მომსახურების ბევრი ცენტრია გახსნილი, სადაც შეიძლება შეაკეთო ყველაფერი: მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზქურა, ნებისმიერი ელექტროხელსაწყო.

საყოფაცხოვრებო ცენტრებს კარგი მომსახურება აქვთ. ხელოსანი შეიძლება სახლში გამოიძახო.

როცა მაცივარი, გაზქურა ან სარეცხის მანქანა ფუჭდება, გამოძახებული ხელოსანი სახლში მოდის. ის ათვალიერებს, ამოწმებს დაზიანებულ ელექტრო ხელსაწყოს. თუ შეკეთება შესაძლებელია, იქვე შეაკეთებს ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ ისე ზიანდება ზოგიერთი ნივთი, რომ მისი შეკეთება შეუძლებელი ხდება.

შეკეთება ხშირად ტახტსა და სავარძლებსაც სჭირდება. როცა ისინი ძველდება, ხელოსანი მათ პირვანდელ სახეს უბრუნებს. ავეჯის ხელოსნები აკეთებენ დაზიანებულ კარადას, სამეულებს, მაგიდას და სხვა ნივთებს. ასეთ შეკეთებას რესტავრაციას უწოდებენ.

რესტავრირებული ავეჯი ახალს ჰგავს.

საყოფაცხოვრებო მომსახურების ცენტრები ცდილობენ კლიენტებისათვის კომფორტული გარემო შექმნან. მომსახურების საფასური მაღალი არ არის.

ხშირად საყოფაცხოვრებო მომსახურების ცენტრებს აქციები აქვთ. ამ დროს დიდი ფასდაკლებით ემსახურებიან კლიენტებს.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

  • ჩამოთვალეთ საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებიც თქვენ სახლში გაქვთ. აღწერეთ, თითოეულ მათგანს რისთვის იყენებთ.

 

უპასუხეთ კითხვებს:

ჩამოთვალეთ საოჯახო ნივთები.

სად შეიძლება დაზიანებული საყოფაცხოვრებო ნივთების შეკეთება?

რას სჭირდება რესტავრაცია?

რას სთავაზობენ კლიენტებს აქციების დროს საყოფაცხოვრებო მომსახურების ცენტრები?

 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 51P1

 

წაიკითხეთ ტექსტი

მესაათე საათის შემკეთებელია.მესაათეები დაზიანებულ საათებს აკეთებენ. მესაათეები პატარა სახელოსნოებში მუშაობენ.

მკერავები სამკერვალო სალონებში მუშაობენ. ისინი ახალ ტანსაცმელს კერავენ ან ძველს გადააკეთებენ ხოლმე.

მეწაღე ფეხსაცმლის შემკეთებელია. მეწაღეები ძველ ფეხსაცმელებს არემონტებენ.

ელექტრიკოსები არემონტებენ უთოს, მაცივარს, ტელევიზორს და სხვა ნივთებს.

მანქანის ხელოსნები (მექანიკოსები) არემონტებენ გაფუჭებულ ავტომანქანებს. მოტორისტები მანქანების გაფუჭებულ მოტორს აკეთებენ.

სანტექნიკოსი წყალგაყვანილობის ხელოსანია. ისინი არემონტებენ დაზიანებულ ონკანებს, აბაზანებს და ა. შ.

ხის ხელოსანს დურგალი ჰქვია. დურგლები ხის ნივთებს ამზადებენ. ისინი ამზადებენ კარებს, ფანჯრებს, ხის იატაკსა და ავეჯს.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

  • ჩამოწერეთ ხელოსნების სახელწოდებები, რომლებიც ტექსტში შეგხვდათ. აღწერეთ თითოეული მათგანის სამუშაო.

 
უპასუხეთ კითხვებს:

ვისთან მიაქვთ გაფუჭებული საათი შესაკეთებლად?

სად მუშაობენ მკერავები?

რა ჰქვია ფეხსაცმლის შემკეთებელს?

ვინ არემონტებს მანქანის გაფუჭებულ მოტორს?

ვინ არის დურგალი?