გრამატიკა

IDevice Icon

გარდამავალ ზმნებთან შეწყობილი სახელების ბრუნვები

 

ზმნა გარდამავალია, როცა მოქმედი პირის მიერ ჩადენილი მოქმედება სხვა პირზე გადადის. წინადადებაში: კაცი მიდის – აქტიური მოქმედებაა გამოხატული, მაგრამ ეს ზმნა გარდაუვალია (სუბიექტი მოქმედებს, აქტიურია, მაგრამ ეს მოქმედება არავისზე არ გადადის...); წინადადებებში: კაცი სახლს აშენებს; მხატვარი სურათს ხატავს, მწერალი წიგნს წერს – მოქმედი პირის მიერ შესრულებული მოქმედება სხვა საგანზე (პირზე) გადადის – ამ მოქმედების შედეგს ვხედავთ (სახლი, სურათი, წიგნი...).

გარდამავალ ზმნასთან შეწყობილი სუბიექტი, ზმნის დროის ცვალებასთან ერთად, ბრუნვას იცვლის:

კაცი აშენებს; მხატვარი ხატავს, მწერალი წერს...

კაცმა ააშენა; მხატვარმა დახატა, მწერალმა დაწერა...

კაცს აუშენებია; მხატვარს დაუხატავს, მწერალს დაუწერია...

ახლანდელ დროში სუბიექტი სახელობითშია, წარსულ დროში – მოთხრობითში, ხოლო წარსულ შედეგობითში – მიცემითში.

მეორე სახელი, რომელიც გარდანავალ ზმნას შეეწყობა, პირდაპირი დამატება–ობიექტია. ამ სახელის ბრუნვებია, შესაბამისად: მიცემითი, სახელობითი და კვლავ სახელობითი:

სახლს აშენებს, სურათს ხატავს, წიგნს წერს...

სახლი ააშენა, სურათი დახატა, წიგნი დაწერა...

სახლი აუშენებია, სურათი დაუხატავს, წიგნი დაუწერია...

 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 51P2