კითხვა / წერა

IDevice Icon

 

 

 

წაიკითხეთ ტექსტი

ანა და ლელა მეგობრები და თანაკურსელები არიან.

ერთ დღეს თანაკურსელებმა გადაწყვიტეს, საახალწლო კარნავალი მოეწყოთ. მათ ისე უნდა ჩაეცვათ და ისეთი ნიღბები გაეკეთებინათ, რომ ვერ ეცნოთ ერთმანეთი. ოღონდ არავის უნდა დაეხურა თავზე არც ქუდი და არც თავსაფარი.

ისინი, ვისი გამოცნობაც გაუჭირდებოდათ, გამარჯვებულები იქნებოდნენ.

ანა და ლელა ერთი სიმაღლისანი იყვნენ. ლელას მოწითალო, ძალიან ლამაზი ხვეული თმა ჰქონდა, ანას კი _ სწორი, ღია წაბლისფერი თმა.

გოგოებმა ბევრი იფიქრეს, შეარჩიეს ნიღბები და ტანსაცმელი.

_ეს საკმარისი არ არის, – თქვა ანამ, _ მაინც გვიცნობენ, თმით მიხვდებიან.

_მართალი ხარ! რაღაც უნდა მოვიფიქროთ.

მეორე დილით ანა და ლელა სილამაზის სალონში წავიდნენ პარიკმახერთან ანუ სტილისტთან.

სილამაზის სალონში მათ ღიმილით დახვდნენ ნაცნობი სტილისტები.

_აბა, გისმენთ, რა გავაკეთოთ? – იკითხეს მათ, როცა გოგოები სავარძლებში დასხდნენ.

_მე თმა წითლად უნდა შემიღებოთ, ზუსტად იმ ფერზე, როგორიც ლელას აქვს. დამიხვიეთ ლელას თმის მსგავსად, თუ შეიძლება. _ უთხრა ანამ სტილისტს.

_მე კი წაბლისფრად უნდა შემიღებოთ და მოკლედ შემაჭრათ თმა. _აუხსნა ლელამ თავის სტილისტს.

სტილისტებმა გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს.

_დარწმუნებულები ხართ, რომ ნამდვილად ასე გინდათ? _ იკითხა ერთ–ერთმა.

_ნამდვილად. _ უპასუხეს გოგოებმა.

_ანას სტილისტმა დაიწყო ანას თმისთვის შესაფერი საღებავის შერჩევა.

ლელას კი სინანულით აჭრიდა მშვენიერ თმას სტილისტი.

როცა საქმეს მორჩნენ, ორივე გაკვირვებული შეაჩერდა ერთმანეთს, ვერ იცნეს ერთმანეთი.

ორივე სტილისტმა აღიარა, რომ მათ კლიენტებს ძალიან მოუხდათ ახალი ვარცხნილობა.

ახლა მანიკიურისა და პედიკიურის დრო დადგა.

სანამ ანა მანიკიურსა და პედიკიურს იკეთებდა, ლელა კოსმეტოლოგთან შევიდა და მშვენიერი მაკიაჟი გაიკეთა. მერე გოგოებმა გაცვალეს ადგილები.

საღამოს ხუთი საათი იყო, გოგოებმა სილამაზის სალონი რომ დატოვეს.

იმ ღამეს მშვენიერი საახალწლო კარნავალი გაიმართა. რა თქმა უნდა, ვერც ერთი ვერ იცნეს, ანა ლელა ეგონათ, ლელაზე კი იფიქრეს: ანაა და თმა შეუჭრიაო.

ერთი სიტყვით, იმ ღამეს, კარნავალზე გამარჯვებულები დარჩნენ ანა და ლელა.

 

ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

უპასუხეთ კითხვებს:

რამდენი სახის მომსახურებას სთავაზობს სალონი კლიენტებს?

როგორი ხელოსნები მუშაობენ სალონში?

სად მდებარეობს სალონი?

 

 

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 52P1

 

წაიკითხეთ სარეკლამო ტექსტი:

სილამაზის სალონი „მარია“ გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:

1. თმის შეჭრა _ 5 ლარი

2. თმის დახვევა _ 5 ლარი

3. თმის გასწორება _ 4 ლარი

4. თმის შეღებვა _ 4 ლარი

5. საღამოს ან სადღესასწაულო ვარცხნილობა _ 15 ლარი

6. საქორწილო ვარცხნილობა _ 15 ლარი

7. მელირება _ 15 ლარი

8. მანიკიური _ 5 ლარი

9. პედიკიური _ 7 ლარი

10. სახის კანის გაწმენდა _ 15 ლარი

11. დღის მაკიაჟი _ 10 ლარი

12. საღამოს ან სადღესასწაულო მაკიაჟი _ 15 ლარი

13. სახის მასაჟი _ 10 ლარი

14. ელექტროეპილაცია _1 საათი 10 ლარი

15. ბიოეპილაცია _ 10 ლარი

16. ლაზერული ეპილაცია _ 1 საათი 15 ლარი

სალონში მუშაობენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. სალონში გამოიყენება ფრანგული და გერმანული თმის საღებავები და შამპუნები. კლიენტს შეუძლია წინასწარ ჩაწერა.

სალონი მუშაობს ყოველდღე, 10-დან 20 საათამდე. შესვენების გარეშე.

მისამართი: თბილისი, საბურთალოს ქ. N 3

ტელეფონი: 2 52 42 32.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

 

  • დამოუკიდებლად შეადგინეთ და დაწერეთ მცირე ზომის სარეკლამო ტექსტი.