გრამატიკა

IDevice Icon

მსაზღვრელ–საზღვრულის ბრუნება

 

ზედსართავი სახელი არსებითთან ერთად (მსაზღვრელ–საზღვრული) ასე იბრუნება:

სახ. მაღალ-ი სახლ-ი

მოთხ. მაღალ-მა სახლ-მა

მიც. მაღალ სახლ-ს

ნათ. მაღალ-ი სახლ-ის

მოქმ. მაღალ-ი სახლ-ით

ვით. მაღალ სახლ-ად

წოდ. მაღალ-ო სახლ-ო

მსაზღვრელ სახელს სამ ბრუნვაში (სახელობითში, მოთხრობითსა და წოდებითში) სრულად ერთვის ბრუნვის ნიშნები (მაღალ-ი სახლ-ი, მაღალ-მა სახლ-მა, მაღალ-ო სახლ-ო); ორ ბრუნვაში (მიცემითსა და ვითარებითში) საერთოდ არ დაერთვის ნიშანი (მაღალ სახლ-ს, მაღალ სახლ-ად), ნათესაობითსა და მოქმედებითში კი – მხოლოდ ბოლოსართი –ი (მაღალ-ი სახლ-ის, მაღალ-ი სახლ-ით).

თუ მსაზღვრელი სახელი ხმოვანზე ბოლოვდება, იგი საერთოდ არ იცვლება ბრუნებისას. შევადაროთ:

სახ. დიდ-ი ფულ-ი / პატარა რვეულ-ი

მოთხ. დიდ-მა ფულ-მა / პატარა რვეულ-მა

მიც. დიდ ფულ-ს პატარა / რვეულ-ს

ნათ. დიდ-ი ფულ-ის / პატარა რვეულ-ის

მოქმ. დიდ-ი ფულ-ით / პატარა რვეულ-ით

ვით. დიდ ფულ-ად / პატარა რვეულ-ად

წოდ. დიდ-ო ფულ-ო / პატარა რვეულ-ო

 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 52P2

 

 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 52P3