კითხვა / წერა

IDevice Icon

 

წაიკითხეთ ტექსტი

რესტორანი ადამიანებს შეუძლიათ ივახშმონ, ისადილონ, მოისმინონ კარგი მუსიკა და გაერთონ.

სხვადასხვა კუთხის ხალხს განსხვავებული სამზარეულო აქვს _ თავიანთი ტრადიციული კერძები. ზოგი ადამიანი ევროპული კერძების მოყვარულია, ზოგი კი _ აღმოსავლური კერძების.

რესტორნებს ჰყავთ მუდმივი კლიენტები. რესტორნებს სტუმრობენ ის ადამიანებიც, რომლებსაც უნდათ ამა თუ იმ ქვეყნის სამზარეულოს კერძების გასინჯვა.

ზოგ რესტორანში ცოცხალი მუსიკაა. ზოგ რესტორანში ქალაქური მელოდიებია, ზოგან _ კლასიკური.

რესტორნები ცდილობენ, კომფორტი შეუქმნან კლიენტებს. ბევრ რესტორანს აქვს სხვადასხვა დარბაზი მწეველთათვის და არამწეველთათვის.

რა თქმა უნდა, ფასებიც განსხვავებულია. არსებობს პრესტიჟული ძვირიანი რესტორნები და შედარებით იაფი რესტორნები.

ხშირად კლიენტებს წინასწარ ჩაწერა და მაგიდის დაჯავშნა სჭირდებათ. ბალტიისპირეთის ქვეყნებში არის რესტორნები, რომლებსაც ვარიეტეებს უწოდებენ. იქ მოსახვედრად ბილეთი უნდა იყიდო. რესტორანში მთელი ღამის განმავლობაში კონცერტია. ვარიეტეში ხშირად მონაწილეობენ ცნობილი მომღერლები და მოცეკვავეები.

თბილისში ძალიან ბევრი რესტორანია, ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდება ინტერიერით, მომსახურების ფორმებით და, რაც მთავარია, კერძებით.

თბილისში ბევრი ქვეყნის ნაციონალური კერძების გასინჯვა შეიძლება, თუმცა რესტორნების უმეტესობა ქართულ ნაციონალურ კერძებს სთავაზობს კლიენტებს.

რესტორნებში აღნიშნავენ მნიშვნელოვან თარიღებს: დაბადების დღეებს, გარკვეულ წარმატებებს ცხოვრებაში.

ხშირად რესტორანში საქმიანი შეხვედრებიც იმართება.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.
  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 53P1


წაიკითხეთ სარეკლამო ტექსტი:

რესტორანი "ორიონი" გთავაზობთ:

  • ქართულ და ევროპულ სამზარეულო!
  • დამზადებულია ქართველი მზარეულის მიერ!!
  • უსაფრთხო თქვენი ჯანმრთელობისათვის!

მენიუ

           ქართული სამზარეულო

ცხელი კერძები:

  • ხინკალი - 0.60 ლარი
  • მწვადი - 8 ლარი
  • ქაბაბი - 6 ლარი
  • ხაჭაპური - 6 ლარი
  • ჩაქაფული - 6 ლარი
  • ხაშლამა - 3 ლარი
  • ლობიო - 2 ლარი
  • ლობიანი - 5 ლარი
  • ხბოს ჩაშუშული - 9 ლარი
  • მჭადი _ 0. 60 ლარი
  • ღომი - 2 ლარი 

 

ცივი კერძები:

  • ბაჟე - 3 ლარი
  • ისპანახი - 2 ლარი
  • ნიგვზიანი ბადრიჯანი - 3 ლარი
  • ჭარხლის ფხალი - 2 ლარი
  • მწნილის ასორტი _ 2 ლარი
  • კიტრის და პომიდვრის სალათა - 3 ლარი
  • ყველის ასორტი - 5 ლარი


ევროპული სამზარეულო

  • კალმახი სოკოთი, ყველით, ხიზილალითა და ბროწეულის სოუსით - 12 ლარი
  • ორაგულის სტეიკიყველის სოუსით - 23 ლარი
  • ორაგულის სტეიკი სოკოთი და ყველით - 25 ლარი
  • კარტოფილი ფრანგულად (ფრანგული სოუსით) - 5 ლარი
  • სოკო იტალიური სოუსით - 10 ლარი
  • ფარშირებული ხორცი სოკოთი და ყველით -12 ლარი

 

  • ჩამოთვალეთ კერძები, რომლებსაც გვთავაზობს რესტორანი ორიონი.
  • აღწერეთ რომელიმე კერძი, რომელიც განსაკუთრებით მოგწონთ (რისგან შედგება, როგორ კეთდება...).

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 53P2