გრამატიკა

IDevice Icon

მარტივი, შერწყმული, რთული წინადადებები

 

აგებულების მიხედვით გამოიყოფა წინადადების სამი ტიპი: მარტივი, შერწყმული და რთული.

მარტივია წინადადება, რომელშიც დასრულებული აზრი ერთი ან ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე სიტყვით გადმოიცემა. მარტივი წინადადებებია: გათენდა”; `გაზაფხულდა~; `გაკვეთილები უკვე მოვამზადე~; „ქართულის მასწავლებელი კეთილი ქალია...

თუკი წინადადებაში 2 ან მეტი ერთგვარი წევრია – მაშინ ის უკვე მარტივი არ იქნება, შერწყმულია: „მაღალი და გამხდარი კაცი მოდის“; „რწყილი ახტა, დახტა და მივიდა მუხასთან“; „დედა და მამა დღეს გვიან მოვლენ“....

რთულია წინადადება, რომელიც ორ ან ორზე მეტ მარტივ ან შერწყმულ წინადადებას აერთიანებს: „გათენდა და ხალხმა მუშაობა დაიწყო“; „ისეთი სიცხეა, რომ სახლიდან ვერ გამოვდივარ“...

 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 53P3