კითხვა / წერა

IDevice Icon

 

 

 

წაიკითხეთ ტექსტი

ნინოს, გიორგისა და ნიკას სკოლაში მასწავლებელმა დაავალა ინფორმაციის მომზადება ქართული კინოს შესახებ.

მათ უნდა მოემზადებინათ: „ქართული კინოს ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა“.

სამუშაო ძალიან დიდი იყო. ბავშვებმა იმ დღესვე დაიწყეს მასალის მოგროვება.

ნინომ ინტერნეტში მოძებნა ინფორმაცია პირველი ქართული ფილმისა და კინოს განვითარების შესახებ, გიორგიმ თანამედროვე ქართული ფილმის შესახებ მოაგროვა ინფორმაცია, ნიკამ კი გადაწყვიტა, შეესწავლა ქართული ანიმაციური ფილმის ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა.

მასალის დიდი ნაწილი მათ მოძებნეს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კინოს სახლში.

მეგობრებს ძალიან ბევრი და საინტერესო მასალა დაუგროვდათ და

კარგად მოემზადნენ პრეზენტაციისათვის.

მასწავლებელსა და მათ მეგობრებს ძალიან მოეწონათ მათი ნამუშევარი. ბავშვებისთვის ბევრი ინფორმაცია ახალი იყო. ბევრმა მათგანმა ახლა გაიგო, რომ ქართული კინო მეოცე საუკუნის დასაწყისისათვის განვითარდა, რომ მას დიდი და საინტერესო ისტორია ჰქონდა.

თურმე პირველი კინოსეანსი თბილისში 1896 წლის 16 ნოემბერს გაიმართა. მაყურებელს ლუმერების ფილმები უჩვენეს. მალე კინოთეატრები გაიხსნა სხვადასხვა ქალაქში.

ბავშვებმა გაიგეს, რომ ცნობილი ქართველი მწერლის, აკაკი წერეთლის, სახე შემოგვინახა 1912 წელს გადაღებულმა პირველმა სრულმეტრაჟიანმა დოკუმენტურმა ფილმმა „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში.“ ამ ფილმის რეჟისორი იყო ვასილ ამაშუკელი.

1917 წელს კი რეჟისორმა ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო პირველი ქართული მხატვრული ფილმი ქრისტინე.

საინტერესო იყო ინფორმაცია ქართული მულტფილმების (ანიმაციური ფილმების) შესახებ. ვლადიმერ (ლადო) მუჯირმა 1953 წელს გადაიღო პირველი ქართული მხატვრული მულტიპლიკაციური ფილმიარგონავტები.

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.
  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

  • უპასუხეთ კითხვებს:

რა იყო პრეზენტაციის თემა?

რომელ ბიბლიოთეკაში მოძებნეს მეგობრებმა ინფორმაცია ქართული კინოს შესახებ?

რომელი ფილმი ნახა ქართველმა მაყურებელმა პირველად?

რომელია პირველი ქართული ანიმაციური ფილმი?

 

  • გადმოეცით იმ ქართული მხატვრული ან ანიმაციური ფილმის შინაარსი, რომელიც ნანახი გაქვთ.
  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 55P1