გრამატიკა

IDevice Icon

ზმნისა და სახელის შეთანხმება რიცხვში

 

ქართულ ენაში ზმნა და სახელი ერთმანეთს ხან ეთანხმება რიცხვში, ხან – არა.

თუკი სახელი მოქმედ პირს გამოხატავს (სუბიექტია), მაშინ, როგორც წესი, გვაქვს რიცხვში შეთანხმება:

„კაცი მოვიდა“, მაგრამ – „კაც–ებ–ი მოვიდ–ნენ“... – შეიცვალა სახელის რიცხვი (მრავლობითის –ებ დაბოლოება დაერთო) და ზმნაც მრავლობითშია (–ნენ ბოლოსართი).

როცა სუბიექტი უსულო პირს გამოხატავს, შესაძლებელია, ზმნა ისევ მხოლობით რიცხვში გვქონდეს, ესე იგი, ამ შემთხვევაში შეთანხმება არ გვექნება:

„ხე დგას“ – „ხე–ებ–ი დგას“...

როცა სუბიექტს მსაზღვრელად რაოდენობის აღმნიშვნელი სახელი ახლავს (ორი, ასი, ბევრი, ცოტა...), მისი მრავლობით რიცხვში გადაყვანა არ შეიძლება და ზმნაც მხოლობით რიცხვშია:

ორი კაცი მოვიდა“ (და არა: „ორი კაც–ებ–ი მოვიდ–ნენ“).

თუკი ზმნასთან შეწყობილი სახელი სუბიექტი არ არის, ზმნა მას რიცხვში ვერ შეითანხმებს:

„წიგნს წერს“ – „წიგნ–ებ–ს წერს“; „ელოდება მეგობარს“ – „ელოდება მეგობრ–ებ–ს“...


 

  • გახაზეთ წინადადებები, რომლებშიც გვაქვს მრავლობით რიცხვში ზმნასა და სახელს შორის შეთანხმება:

 

    ბანკში იხდიან კომუნალურ გადასახადებს.

    ბანკი თავის კლიენტებს აძლევს სესხს.

    ადამიანებს მიაქვთ ცნობები ბანკში.

    ბანკის კლიენტებს დანაზოგი ბანკში შეაქვთ შესანახად.

    ბანკომატები ყველგან არის.