გრამატიკა

IDevice Icon

კითხვითი წინადადებ

 

შინაარსის მიხედვით წინადადება შეიძლება იყოს: თხრობითი, კითხვითი, ბრძანებითი, ძახილისა და კითხვით-ძახილის.
კითხვითია წინადადება, რომელშიც კითხვაა გადმოცემული.

 

კითხვითი შინაარსის გადმოსაცემად ქართულ ენაში ორი საშუალება არსებობს:

 

1. კითხვას სპეციალური სიტყვა გადმოსცემს (კითხვითი სიტყვები - ნაწილაკები, ნაცვალსახელები, ზმნიზედები);

 

2. კითხვა ინტონაციით გამოიხატება:

 

კითხვითსიტყვიანია: ვინ ხარ შენ? რატომ წავიდა თეკლა? როგორა ხარ?

 

კითხვითი სიტყვის გარეშე გამოხატავს კითხვას: წავიდა გიორგი სახლში?

ჩემთან წამოხვალ? ისწავლე გაკვეთილები?

 

კითხვითი წინადადების ბოლოს კითხვის ნიშანი დაისმის.

 

 

  • დააჯგუფეთ წინადადებები, რომლებშიც კითხვა გამოიხატება კითხვითი სიტყვით ან კითხვითი სიტყვის გარეშე:

რომელი საათია? ძალიან გცივა? ხვალ სკოლაში მოდიხარ? სად მიდიხარ?

კითხვითი სიტყვით:
კითხვითი სიტყვის გარეშე: