კითხვა / წერა

IDevice Icon

 

 

 

წაიკითხეთ ტექსტი

ყველა ქვეყანას თავისი ტრადიცია აქვს. ტრადიცია არის წესი, ჩვევა, რომელიც წლების განმავლობაში ჩნდება ხალხში.

არსებობს გაცნობისა და მისალმების ტრადიციული წესი.

ტრადიციების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს რელიგია, გარემო, ცხოვრების წესი.

ქრისტიანები აღდგომის დროს კვერცხებს წითლად ღებავენ. ეს რელიგიური ტრადიციაა.

კვერცხის შეღებვის ტრადიცია მუსლიმურ სამყაროშიც არის. ისინი კვერცხებს ღებავენ ახალ წელს. მუსლიმური წესით ახალი წელი გაზაფხულზე, მარტის თვეში დგება და მას ნოვრუზს უწოდებენ.

სხვა ქვეყანაში წასვლის წინ ყველა ადამიანმა წინასწარ უნდა შეისწავლოს ის ტრადიციები და წესები, რომლებიც იმ ქვეყანაშია.

იაპონელები ერთმანეთს ხელს არ ართმევენ. ისინი მისალმებას, დამშვიდობებას და მადლობასაც თავის დაკვრით გამოხატავენ.

ირანში ქალმა კაცს ხელი არ უნდა ჩამოართვას.

ჩინეთში კოცნის თავისებური წესი აქვთ: ისინი ცხვირებს უხახუნებენ ერთმანეთს.

არაბეთში არ შეიძლება ხუთი თითის გაშლა, ეს წყევლაა.

საქართველოს ყველა კუთხეში დღესაც გავრცელებულია ჭიაკოკონობა. ამ დროს სახლის წინ ანთებენ დიდ ცეცხლს და ყველა, დიდი და პატარა, ახტება მას.

ჭიაკოკონობა არ არის ქრისტიანული რიტუალი.

უფროსი ადამიანები ამბობენ, რომ ეს ტრადიცია ძალიან ძველია, ის ქრისტიანობამდე არსებობდა.

ცეცხლის დანთების ტრადიცია არის აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაშიც. იქ ცეცხლს ანთებენ ნოვრუზამდე სამი დღით ადრე, ოთხშაბათ საღამოს. ოჯახის ყველა წევრი აუცილებლად უნდა გადაახტეს ცეცხლს.

ყველა ქვეყანა იცავს თავის ტრადიციებს. მაგრამ ზოგიერთი ტრადიცია იკარგება (კვდება) ცხოვრების წესის შეცვლის გამო.

ზოგჯერ ადამიანები ზოგიერთ ტრადიციაზე უარს ამბობენ ხოლმე და ნელ–ნელა ივიწყებენ. ამ ტროდ ტრადიცია ქრება.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

 

  • აღწერეთ ჭიაკოკონობის ტრადიცია.

 

 

  • დაწერეთ, მისალმების რა წესები აქვთ ჩინელებს, იაპონელებს.

 

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 

_როგორ ესალმებიან ერთმანეთს იაპონელები?

_რომელ ქვეყანაში არ შეიძლება ხუთი თითის გაშლა?

_რა ახდენს გავლენას ტრადიციების ჩამოყალიბებაზე?

_როდის გაჩნდა ჭიაკოკონობის ტრადიცია?

_შესაძლებელია თუ არა ტრადიციის გაქრობა?

 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 63P1