გრამატიკა

IDevice Icon
ძახილისა და ბრძანებითი წინადადებები

 

ძახილის წინადადება მოლაპარაკე პირის დიდ გრძნობებს, ემოციებს გადმოსცემს.

ძახილის წინადადებებია: შესანიშნავი ამინდია! რა კარგი ხარ, რა კარგი! ოლოლო, ვერ გამოიცანი! ო, როგორ მეჯავრები!

ემოცია სხვადასხვაგვარია და ძახილის წინადადებაც, შინაარსის მიხედვით, რამდენიმე ჯგუფად შეიძლება დავყოთ: კმაყოფილების, სიხარულის, აღტაცების, გაკვირვების, დანანების, სიბრალულის, აღშფოთების, მწუხარების გადმომცემი ძახილის წინადადებები.

ძახილის წინადადებაში ხშირია შორისდებულების გამოყენების შემთხვევები. გარდა ამისა, დამახასიათებელია თავისებური ინტონაცია.

ძახილის წინადადების ბოლოს აუცილებლად ძახილის ნიშანი იწერება.

ბრძანებითი წინადადება გამოხატავს მოლაპარაკე პირის ნება-სურვილს, რომლის შესრულებასაც ავალებს ამა თუ იმ პირს.

ბრძანებითი წინადადება მტკიცების მიხედვით ორგვარია: წართქმითი და უკუთქმითი.

წართქმითია: მოდი აქ! გაჩუმდი! მზეო, ამოდი, ამოდი!

უკუთქმითია: არ წახვიდე! ნუ ჩქარობ! ნურსად გეჩქარება!

ბრძანებითი წინადადების ბოლოს, როგორც წესი, ძახილის ნიშანი იწერება, თუმცა წერტილსაც ხმარობენ, თუკი მისი წარმოთქმა მშვიდი ტონით არის საჭირო: ჯერ დაწყნარდი, ჩემო კარგო, და მერე ვილაპარაკოთ.

 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 63P2