კითხვა / წერა

IDevice Icon

 

 

 

წაიკითხეთ ტექსტი

მე ტურისტული სააგენტოს მეპატრონე ვარ. ტურისტულმა სააგენტომ სამი თვის წინ დაიწყო მუშაობა.

მე სულ ხუთი თანამშრომელი მყავს: ორი ტუროპერატორი, ერთი მენეჯერი და ერთიც ფინანსისტი. ყველანი ახალგაზრდები არიან.

თანამშრომლები გასაუბრებით შევარჩიე. ვნახე მათი მონაცემები, მერე გავესაუბრე და სამსახურში შემდეგ მივიღე. ისინი თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან.

გუშინ ოფისში ერთი ახალგაზრდა კაცი მოვიდა და ორი საგზური შეიძინა. მას დასვენება სურდა მეგობართან ერთად, მაგრამ არ იცოდა, სად დაესვენა.

ის ძალიან დიდხანს იყო ჩვენთან და ბოლოს საბერძნეთში დასვენება გადაწყვიტა და ორკვირიანი ტურის საგზურები აიღო.

მერე ახალგაზრდა წყვილი გვეწვია. მათ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ პარიზში თაფლობის თვის გატარება და ერთკვირიანი საგზურები აიღეს.

გუშინ ჩვენს მენეჯერს ტელეფონით დაუკავშირდნენ ერთ–ერთი დაწესებულებიდან. მათთან შეხვედრა ხვალ იქნება. მათ კოლექტიური საგზურების შეძენა უნდათ ეგვიპტეში.

ჩვენ კარგად ვემზადებით ამ შეხვედრისთვის. გადავხედეთ, რა შეგვიძლია შევთავაზოთ მათ და რა შეღავათები შეგვიძლია გავუწიოთ.

ჩვენი მენეჯერი ძალიან აქტიურია. ის დაუკავშირდა სხვა ქვეყნების ტურისტულ სააგენტოებს და შესთავაზა თანამშრომლობა. ახლა ჩვენს კომპანიას პარტნიორები ჰყავს უკრაინაში, საბერძნეთსა და თურქეთში.

ჩვენი მენეჯერი რეკლამებზეც მუშაობს. მალე ჩვენი რეკლამები იქნება ყვითელ ავტობუსებზე.

ერთი თვის წინ კომპანიის ბუკლეტები მოიტანეს. ისინი ოფისში გვაქვს და ყველა შემოსულს ვთავაზობთ.

ჩვენი სააგენტო მომხმარებლებს სთავაზობს აქციებს _ ფასდაკლებებს ბავშვებისათვის; ექსკურსიამძღოლის უფასო მომსახურებას ჯგუფებისათვის და ა. შ.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 
_რამდენი ადამიანი მუშაობს ოფისში?

_სად მიდის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი?

_სად ჰყავს კომპანიას პარტნიორები?

_სად იქნება კომპანიის რეკლამები მალე?

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 66P1

 

 

წაიკითხეთ სარეკლამო ტექსტი:

ტურისტული კომპანია FRESH TOUR

კომპანია მუშაობს 2009 წლიდან. ჩვენი ძირითადი საქმიანობაა: ქვეყნის შიდა ტურები; ტურები უცხოეთში; შეხვედრების, კონფერენციებისა და ღონისძიებების ორგანიზება; სასტუმროების და საოჯახო სასტუმროების დაჯავშნა; ავტოტრანსპორტით მომსახურება; ავია და რკინიგზის ბილეთების დაჯავშნა და მრავალი სხვა ტურისტული მომსახურება.

1) როდის დაიწყო კომპანიამ საქმიანობა?

2) სად სთავაზობს მოგზაურობას კომპანია ტურისტებს?

დასვენება თურქეთში

თურქეთის კურორტები გთავაზობთ კომფორტულ დასვენებასა და გართობას. ასაკოვანი წყვილები, ოჯახები პატარა ბავშვებით, ახალგაზრდა ბიზნესმენები _ ყველა მათგანი იპოვის აქ თავისთვის საინტერესოს. თურქეთის დიდი ქალაქები ტურისტებს მრავალ მუზეუმსა და ისტორიულ ღირშესანიშნაობას სთავაზობს. თურქეთში ღამის კლუბების, კაფეებსა და აღმოსავლური ბაზრების ფართო არჩევანი.

თურქეთის მზე, ზღვა და დახვეწილი რესტორნები საუკეთესო პირობებს შეგიქმნით დაუვიწყარი დასვენებისათვის.

ტურის ღირებულებაში შედის:
სასტუმრო
მგზავრობა
კვება
დაზღვევა

კოორდინატები: 2 91 58 60; 2 30 70 50

1) რა არის საინტერესო თურქეთის დიდ ქალაქებში?

2) რამდენი სახის მომსახურება შედის ღირებულებაში?

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

  • რას გვთავაზობენ სარეკლამო სააგენტოები? ჩამოაყალიბეთ მოკლედ.

 

  • შეადგინეთ მსგავსი შინაარსის მარტივი სარეკლამო ტექსტი.