გრამატიკა

IDevice Icon

შორისდებული

შორისდებული ჰქვია უცვლელ მეტყველების ნაწილს, რომელიც უშუალოდ გამოხატავს ადამიანის სულიერ განწყობილებას, გრძნობასა თუ ნება-სურვილს.

მაგ.: ახ, ეჰ, ვაი, ერიჰა, ჰეი, ყოჩაღ, სუ...

ახ ნატვრას გამოხატავს, აუ - სიხარულს, აღტაცებას, ეჰ - დანანებას, ვაი - მწუხარებას, ვაიმე – შიშსა და დანანებას, ერიჰაა - გაკვირვებას, ჰეი - მოწოდებას, ყოჩაღ - მოწონებას, სუ - მთქმელის ნება-სურვილს, ბრძანებას.

 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 66P2