გრამატიკა

IDevice Icon

სამი წარსული დრო

 

ფორმები: გავაკეთე – ვაკეთებდი – გამიკეთებია – სამივე წარსულ დროში მომხდარ მოქმედებას გამოხატავს, მაგრამ მათ შორის განსხვავებაა არა მარტო ფორმის, არამედ მნიშვნელობის თვალსაზრისითაც:

გავაკეთე, ვაკეთებდი, გამიკეთებია:

ვაკეთებდი – ისეთ მოქმედებას გამოხატავს, რომელიც წარსულში ხდებოდა, მიმდინარეობდა უწყვეტად და მისი დასრულება ზმნის ფორმაში არ ჩანს.

გავაკეთე – წარსულ დროში შესრულებულ ისეთ მოქმედებას გამოხატავს, რომელიც შესრულდა, შეწყდა წარსულშივე. ესაა წარსულში მომხდარი და წყვეტილი მოქმედება.

გამიკეთებია – გამოხატავს ისეთ მოქმედებას, რომელიც წარსულში მოხდა და ჩანს შედეგი. ზმნის ფორმით გამოხატულია არა წარსულში მიმდინარე მოქმედების პროცესი, არამედ წარსულში შესრულებული მოქმედების შედეგი. შეიძლება ამ ფორმას თურმე ნაწილაკი ახლდეს (თურმე გამიკეთებია, თურმე გაგიკეთებია, თურმე გაუკეთებია), რომელიც გამოიყენება ისეთი ამბის, მოვლენის გადმოსაცემად, რა მთქმელს ან არ უნახავს, ან ეს მოქმედება გაუცნობიერებლად მოხდა. შეიძლება ფორმას ეს ნაწილაკი არ ახლდეს, მაგრამ თურმე მაინც ივარაუდება.

წარსულ დროში მიმდინარე მოქმედების აღსანიშნავად სამივე ფორმა გამოიყენება, მაგრამ მათ შორის განსხვავების ცოდნა აუცილებელია.

ყურადღება მიაქციეთ:

როცა კითხვა მოქმედების შესრულებას ეხება, მისი პასუხი ამგვარი შეიძლება იყოს:

არ დამიწერია - ამ ფორმით ჩანს შედეგი, რომ მოქმედება არ შესრულდა.

არ დავწერე! – ეს ნიშნავს, რომ მოქმედება შეიძლებოდა შესრულებულიყო, მაგრამ ამის სურვილი არ იყო, ე. ი. მოქმედება განგებ, შეგნებულად არ შესრულდა.

ვერ დავწერე – მოქმედება არ შესრულდა, რადგან ამისესაძლებლობა არ იყო.

ესე იგი, ჩვეულებრივ შემთხვევაში პასუხი ამგვარი უნდა იყოს:

არ დამიწერია.

 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 68P2