გრამატიკა

IDevice Icon

დროის გარემოებითი დამოკიდებული წინადადება

დროის გარემოებითია დამოკიდებული წინადადება, რომელიც აღნიშნავს, როდის ხდება მთავარი წინადადების ზმნით (შემასმენლით) გამოხატული მოქმედება. მოგვიგებს კითხვებზე: როდის? რა დროიდან? რა დრომდე? რამდენ ხანს? მთავართან აერთებს: როდესაც (როცა), რომ, სანამ, რა, თუ არა, რა წამს, როგორც კი, რა კი, ვიდრე... მთავარში შეიძლება იყოს დროის ზმნიზედა, რომლის მნიშვნელობასაც ხსნის და აზუსტებს დამოკიდებული წინადადება (მაშინ, მაშინვე, მანამ).

თუ საკავშირებელი მიმართებითი ზმნიზედა (როდესაც, როცა და სხვ.) არსებითი სახელს მიემართება, დამოკიდებული წინადადება განსაზღვრებითია (და არა დროის გარემოებითი): არის ხოლმე ისეთი წუთები, როდესაც სიტყვას ადგილი აღარა აქვს კაცის ცხოვრებაში. კითხვაც განსაზღვრებისა დაესმის: როგორი წუთები?

დროის გარემოებითი დამოკიდებული წინადადების შემცველ რთულ ქვეწყობილ წინადადებას ხშირად შეიძლება შეენაცვლოს მარტივი წინადადება. შენაცვლებისას დამოკიდებული წინადადების ზმნა-შემასმენელი საწყისად გადაკეთდება და სათანადო ბრუნვის ფორმით დროის გარემოებად შეეწყობა მთავარი წინადადების შემასმენელს.

 

  • მოიძიეთ ტექსტში დროის გარემოებითი დამოკიდებული წინადადები და ამოიწერეთ.