კითხვა / წერა

IDevice Icon

წაიკითხეთ ტექსტი

ბანკის მომსახურების გარეშე ცხოვრება დღეს წარმოუდგენელია.

ბანკის საშუალებით შეგიძლია გადარიცხო ფული ნებისმიერ ადგილას. ბანკში იხდიან კომუნალურ გადასახადებსაც: გაზის ფულს, დენის, დასუფთავებისა და წყლის ფულს.

როცა ადამიანს ფული სჭირდება, ბანკი აძლევს სესხს (კრედიტს).

ქვეყნის ყველა მოქალაქეს შეუძლია აიღოს კრედიტი, თუ ბანკში მიიტანს სამსახურისა და ხელფასის შესახებ ცნობას.

ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ბანკის მომსახურებით. როცა ადამიანს უნდა ბინის, ავტომობილის ან ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენა, ის ბანკიდან კრედიტს იღებს. კრედიტი იგივე სესხია. ის შეიძლება ადამიანს დასჭირდეს ახალი საქმის დასაწყებად ან სახლში რემონტის გასაკეთებლად.

ბანკის დახმარებით შეიძლება განვადებით იყიდო რამე ნივთი და ნელ–ნელა გადაიხადო თანხა. ამ შემთხვევაშიც ბანკი თავისი მომსახურებისთვის თანხის გარკვეულ პროცენტს იღებს.

ბანკის მომსახურების დამატებით გადასახდელ თანხას საკომისიო გადასახადი ეწოდება.

ყველა ბანკში შეიძლება შეინახო თანხა ანაბარზე.

თუ ბანკის კლიენტებს დანაზოგი ბანკში შეაქვთ შესანახად, ისინი გარკვეულ პროცენტებს იღებენ.

ასეთი მომსახურებით ძალიან ბევრი კლიენტი სარგებლობს.

არსებობს ვადიანი ანაბრები, ზრდადი ანაბრები, ოქროს ანაბრები, ბავშვის ანაბარი და სხვ. ყველას თავისი პირობა აქვს.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახნას ბანკში სეიფი და თავისი ძვირფასეულობა იქ შეინახოს.

ბანკში შეგიძლია გადაცვალო ნებისმიერი ვალუტა, გადარიცხო სწავლის თანხა ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის ანგარიშზე.

ბანკში იღებენ ხელფასს.

ყველა ბანკს აქვს თავისი ბანკომატი.

ბანკომატში შეგიძლია აიღო ხელფასი ნებისმიერ დროს, თუნდაც შუაღამისას. ბანკომატები ყველგანაა, ქალაქის ყველა უბანში, ამიტომ ძალიან მოსახერხებელია. აღარ გჭირდება ბანკში მისვლა, ოპერატორთან რიგში დგომა ფულის ასაღებად.

საქართველოში ძალიან ბევრი ბანკია. თითოეულ მათგანს ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 

სად იხდიან კომუნალურ გადასახადებს?

სად იღებენ სესხს ადამიანები?

სად შეიძლება ხელფასის აღება დღე-ღამის ნებისმიერ დროს?

სად არის ბანკომატები?

 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 70P1