გრამატიკა

IDevice Icon

ადგილის გარემოებითი დამოკიდებული წინადადება

ადგილის გარემოებითია დამოკიდებული წინადადება, რომელიც გვიჩვენებს მთავარი წინადადების ზმნა-შემასმენლით გამოხატულ მოქმედების ადგილს.

ადგილის გარემოებითი დამოკიდებული წინადადება მოგვიგებს კითხვებზე: სად? საიდან? საითკენ? სადამდე? მთავარ წინადადებაში ჩვეულებრივ მოიპოვება მისათითებული ადგილის ზმნიზედა, რომლის მნიშვნელობასაც ის ხსნის და აზუსტებს. მთავარ წინადადებასთან აერთებს მიმართებითი ზმნიზედები (სადაც, საითკენაც, საიდანაც), იშვიათად რომ კავშირიც.

თუ სადაც, საიდანაც, საითკენაც არსებით სახელს მიემართება, დამოკიდებული წინადადება განსაზღვრებითია (და არა ადგილის გარემოებითი): ბაღს, სადაც ჩვენი ვარდი იდგა, ნელ-ნელა ჩრდილი მოეფინა.

 

  • მოიძიეთ ტექსტში ადგილის გარემოებითი დამოკიდებული წინადადები და ამოიწერეთ.