გრამატიკა

IDevice Icon

პირდაპირი და ირიბი ნათქვამი (სხვათა სიტყვისმეთქი, -თქო, -)

ნათქვამი შეიძლება გადმოიცეს სიტყვასიტყვით, ფორმის შეუცვლელად, ან ფორმის შეცვლით.

თუ სხვისი ნათქვამი სიტყვასიტყვით არის განმეორებული, პირდაპირი ნათქვამი ჰქვია.

თუ სხვისი ნათქვამი გადმოცემულია შეცვლილი ფორმით, ირიბი ნათქვამი ჰქვია.

პირდაპირ ნათქვამს ხშირად დაერთვის სხვათა სიტყვის ნაწილაკები: ---_მეთქი, _თქო და _.

- იხმარება მე-3 პირის ნათქვმის გადმოსაცემად: სხვათა სიტყვის - ჩვეულებრივია ანდაზებში, რადგანაც იგულისხმება: ნათქვამია, ამბობენ, თქმულა. ეს სიტყვები ზოგჯერ ითქმის კიდევაც: ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, ნათქვამია. მეტწილად კი დასახელებული სიტყვები იგულისხმება.

-მეთქი პირველი პირის ნათქვამი სიტყვის გადმოცემისას გამოიყენება: „წავალ-მეთქი, გაფრთხილებ!“.

-თქო აღნიშნავს პირველი პირის დანაბარებ სიტყვას, რომელიც მეორე პირმა მესამეს უნდა გადასცეს. - ნაწილაკი სიტყვასთან შერწყმულად იწერება, -მეთქი და -თქო კი დეფისით გამოეყოფა.

 

  • მოიძიეთ ტექსტებში სხვათა სიტყვის ნაწილაკები ---_მეთქი, _თქო და _ და ამოიწერეთ წინადადებები