გრამატიკა

IDevice Icon


მოქმედების პროცესი და შედეგი

სტატიკური და დინამიკური ზმნები

ქართულ ენაში ზმნების ერთი დიდი ჯგუფი გამოხატავს მოქმედების პროცესს (არ აქვს მნიშვნელობა, ეს მოქმედება წარსულში სრულდებოდა, აწმყოში თუ მომავალში ივარაუდება); მაგალითად, პროცესს გამოხატავს ზმნები: უკეთებს, წერს, ხატავს...

ქართულში გვაქვს ზმნათა შედარებით მცირე ჯგუფი, რომლებიც მოქმედების, პროცესის შედეგს გამოხატავენ: უკეთებს - უკეთია; წერს - წერია; ხატავს - ხატია...

შედეგის გამომხატველ ზმნებს ანუ სტატიკურ ზმნებს ხშირად აკლია ამა თუ იმ დროის ფორმები. პროცესის გამომხატველი ზმნები - დინამიკური ზმნები- ყველა ფორმას აწარმოებენ.

  • მოიძიეთ ტექსტში შედეგის გამომხატველი სტატიკური ზმნები და გვერდზე მიუწერეთ შესაბამისი დინამიკური ზმნა.

ნიმუში: ხატია - ხატავს.