გრამატიკა

IDevice Icon


 

 

დროის ზმნიზედები

შინაარსის მიხედვით, ზმნიზედა მრავალგვარია. ძირითადი ჯგუფებია: ადგილისა, დროისა, ვითარებისა, მიზეზისა, მიზნისა, ზომა-ოდენობისა და ჯერობისა.

დროის ზმნიზედები მიუგებენ კითხვებზე:

როდის? როდიდან? (რა დროიდან?)? როდემდე? (რა დრომდე?):

ამ კითხვებზე პასუხობს:

დღეს, ხვალ, ზეგ, გუშინ, გუშინწინ, შარშან, შარშანწინ, წელს, გაისად, ახლა, ამწუთას, წინათ, მერე, შემდეგ, ხვალამდე, დღეიდან, ზეგიდან...

  • აალაგეთ ზმნიზედები ახლანდელი, წარსული და მომავალი დროის მიხედვით.

  • ამოიწერეთ ტექსტიდან დროის ზმნიზედები.