კითხვა / წერა

IDevice Icon


 

 

წაიკითხეთ ტექსტი

ჩვენ დედამიწაზე ვცხოვრობთ, დედამიწა სამყაროს ერთი ნაწილია. სამყარო ძალიან დიდია. სამყაროში დედამიწის გარდა სხვა პლანეტებიც არის.

პლანეტა ძველი ბერძნული სიტყვაა. ის არის ვარსკვლავის ირგვლივ ორბიტაზე მოძრავი სხეული.

სამყაროში რამდენიმე სისტემაა, დედამიწა მზის სისტემაშია. მზის სისტემა იმ გალაქტიკის ნაწილია, რომელსაც"ირმის ნახტომი"ჰქვია: მზის სისტემაში არის ცხრა პლანეტა: მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი,სატურნი, ურანი და ნეპტუნი, პლუტონი.

ეს პლანეტები მზის გარშემო, .. ორბიტებზე მოძრაობენ და ამავე დროს საკუთარი ღერძის გარშემოც ბრუნავენ.

ცენტრში მდებარეობს მზე.

მერკური ყველაზე ახლოს მდებარეობს მზესთან მზის სისტემის პლანეტებს შორის ის, სიმცირის მიხედვით მეორე პლანეტაა.

ვენერა მეორე პლანეტაა მზიდან.

დედამიწა მზიდან მესამე პლანეტაა, მთვარე კი დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრია. მთვარე დედამიწის გარშემო ტრიალებს. მთვარის ერთი მხარე არასოდეს ჩანს დედამიწიდან.

მარსი წითელი ფერის პლანეტაა.

იუპიტერი არის ყველაზე დიდი პლანეტა მზის სისტემაში.

სატურნი სიშორით მეექვსე პლანეტაა მზიდან, ის სიდიდით მეორე პლანეტაა მზის სისტემაში იუპიტერის შემდეგ. სატურნს ირგვლივ მკვეთრად შესამჩნევი რგოლები აკრავს.

ურანი მზის სისტემის მეშვიდე პლანეტაა მზიდან დაშორების მიხედვით. ის მზისგან ყველაზე შორსაა.

ნეპტუნი სიშორით მერვე პლანეტაა მზიდან. მას ლურჯი ღრუბლების გამო ლურჯ პლანეტას უწოდებენ. ამ პლანეტას რუხი რგოლები აქვს.

პლანეტებს სწავლობს მეცნიერება, რომელსაც ასტრონომია ჰქვია, ბერძნულად ასტრონ არის ვარსკვლავი, ნომოს კი კანონს ნიშნავს. ასტრონომია არის მეცნიერება სამყაროს შესახებ, რომელიც იკვლევს ციური სხეულების მოძრაობას, აგებულებას, წარმოქმნას და განვითარებას.

ასტრონომია ძირითადად იკვლევს ზეს, ვარსკვლავებს, პლანეტებს და მათ თანამგზავრებს.

დაახლოებით 7 წლის წინ ასტრონომებმა პირველად აღმოაჩინეს მოხეტიალე ვარსკვლავი. ამჟამად კი მათი რაოდენობა კიდევ უფრო მეტია. თუმცა გალაქტიკაში არა მარტო ვარსკვლავები, არამედ პლანეტებიც მოძრაობენ.

დედამიწა დიდი სამყაროს ნაწილია, აქ უამრავი არსება ცხოვრობს. დედამიწა მათი სახლია. ყველა არსებას თავისი ცხოვრების წესი და ადგილი აქვს. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან აგებულებით, ჩვევებით, საცხოვრებელი ადგილით. მაგრამ ყველას ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი სამყარო აქვს.

დედამიწის ყველა ბინადარი ერთი დიდი სამყაროს ნაწილია.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

  •  ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

  •   უპასუხეთ კითხვებს:

_რა არის მზის სისტემის მეორე სახელი?

_რამდენი პლანეტაა მზის სისტემაში?

_რომელი პლანეტაა მზესთან ყველაზე ახლოს?

_მეცნიერების რომელი დარგი იკვლევს ციურ სხეულებს?

  • დაახასიათეთ მზის სისტემის პლანეტები. გამოიყენეთ როგორც მოცემული ტექსტი, ასევე თქვენი საკუთარი გამოცდილება (წერითი დავალება).

 

წაიკითხეთ ტექსტი

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია

ალბათ, ყველა ჩვენგანი ერთხელ მაინც დაფიქრებულა იმ სამყაროს ზომებზე, რომელშიც ვცხოვრობთ. თუკი ამ კითხვას სხვადასხვა ასტროფიზიკოსს დაუსვამთ, სხვადასხვა პასუხს მიიღებთ. მეცნიერები ჩვენი სამყაროს ზომების განსაზღვრისას განსხვავებულ მეთოდებს იყენებენ და შედეგიც განსხვავებულია ხოლმე. ალბათ, სამყაროს ზომების შესახებ ადამიანების წარმოდგენა კვლავაც შეიცვლება. ამაში გასაკვირიც არაფერია. შეიძლება ჩვენი დღევანდელი წარმოდგენები შორეულ მომავალში ისეთივე სასაცილო იყოს, როგორც დღეს ჩვენ შუა საუკუნეების მეცნიერების შეხედულებებს აღვიქვამთ.

ამ და სხვა ასტრონომიულ პრობლემებზე საქართველოში აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მუშაობენ.

ობსერვატორია მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, აბასთუმანში, მთიან ადგილას (ზღვის დონიდან 1700 მ), თბილისიდან 200 კმ-ის დაშორებით.

ობსერვატორია დაარსდა 1932 წლის 28 თებერვალს, პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით და პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის ფიზიკის, მზის სისტემის ცთომილების და დედამიწის ზედა ატმოსფეროს შესწავლა. ობსერვატორიას აქვს საგამომცემლო ბაზა, სადაც 1961 წლიდან ყოველწლიურად გამოიცემა „ასტრონომიული კალენდარი“ და „ობსერვატორიის ბიულეტენი“.

აბასთუმნის ობსერვატორიაში 1942 წელს ქართველი ასტრონომის გიორგი თევზაძის მიერ აღმოჩენილ იქნა მანამდე უცნობი, ორი ახალი კუდიანი ვარსკვლავი „კომეტა“, რომელთაც ეწოდა „კომეტა 1942 თევზაძე 1“ და „კომეტა 1942 თევზაძე 2“. ამ აღმოჩენის გამო წყნარი ოკეანის ასტრონომიულმა კორპორაციამ სან-ფრანცისკოში გამართულ საერთაშორისო ასტრონომთა ყრილობაზე გიორგი თევზაძე დააჯილდოვა „ჟოზეფ დონოჰოეს“ მედლით და სამკერდე ნიშნით.

ობსერვატორია 2007 წლიდან შედის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

  •  ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

  •   რა იცით აბასთუმნის შესახებ? გადმოეცით წერილობით.

  •   უპასუხეთ კითხვებს:

ამ ტექსტის მიხედვით, როგორია თანამედროვე ადამიანის დამოკიდებულება შუა საუკუნეების მეცნიერებისადმი?

სად სწავლობენ საქართველოში ასტრონომიას?

რომელია პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორია ყოფილ საბჭოთა კავშირში?

რომელი სასწავლო დაწესებულების ნაწილია ამჟამად ობსერვატორია?