გრამატიკა

IDevice Icon

კუთვნილების გამოხატვა

 

კუთვნილებას ქართულში -თვის თანდებული გამოხატავს. თანდებული -თვის დაერთვის ნათესაობით ბრუნვას და სახელთან ერთად იწერება:

„ჩემთვის გააკეთა“, „შვილისთვის უნდა“, „მეგობრისთვის მოამზადა“...

ამავე შინაარსის გადმოცემა ქართულში ზმნის სპეციფიკურ ფორმასაც შეუძლია (-თვის თანდებულის გარეშე): „შვილს გაუკეთა“, „მეგობარს მოუმზადა“, „გოგონას დაუხატა“...

  • მოიძიეთ ტექსტში -თვის თანდებულიანი ფორმები და ამოიწერეთ.
  • შეადგინეთ 10 წინადადება -თვის თანდებულის გამოყენებით კუთვნილების გამოსახატავად.

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 75P1