გრამატიკა

IDevice Icon

ტელევიზია, ტელეპროგრამები

ადამიანების/საგნების შესადარებელი ენობრივი კონსტრუქციები

 

როცა ადამიანებს, საგნებს ვადარებთ, გამოიყენება შემდეგი კონსტრუქციები:

ა. კონსტრუქცია: ...-თან შედარებით უფრო ... -ია.

გიორგისთან შედარებით უფრო დაბალია.

თეკლასთან შედარებით უფრო მაღალია...

ასეთ კონსტრუქციაში შეიძლება სიტყვა უფრო არც კი გამოვიყენოთ:

ზაზასთან შედარებით ჭკვიანია.

ბაგრატთან შედარებით ნიჭიერია...

ბ. კონსტრუქცია: -ზე ... უფრო -ია.

გიორგი ბაგრატზე უფრო ზარმაცია.

ახმედი ნაილიზე უფრო ნიჭიერია...

ამ კონსტრუქციაშიც შესაძლებელია, არ გამოვიყენოთ სიტყვა უფრო:

ნელი ლალიზე ჭკვიანია...

  • მოიძიეთ ტექსტში ადამიანების/საგნების შესადარებელი ენობრივი კონსტრუქციები და ამოიწერეთ.

 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 76P1